მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომის გამო იაპონიაში ნავთობის იმპორტი 66%-ით შემცირდა
ირანის ომის გამო იაპონიაში ნავთობის იმპორტი 66%-ით შემცირდა

ირანის ომის გამო იაპონიაში ნავთობის იმპორტი 66%-ით შემცირდა

BM.GE29 მაისი, 2026, 17:58|bm.ge

აპრილში იაპონიაში ნავთობის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66%-ით შემცირდა. Reuters-ის ცნობით, მიწოდების მკვეთრი ვარდნა უშუალოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.

ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ახალი სტატისტიკის თანახმად, უცხოური ნედლეულის მოცულობა დღეში მხოლოდ 850,000 ბარელს შეადგენს, რაც ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც ქვეყნის სხვადასხვა ინდუსტრიას თუ მოსახლეობას აქვს.

სტატისტიკიდან დგინდება ისიც, რომ უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან იმპორტი 68%-ით შემცირდა. იაპონიის ორმა უმსხვილესმა მომწოდებელმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მიწოდება 60%-ზე მეტით შეამცირეს. ეს კი, როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტეში გემების ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებითაა განპირობებული.

საყურადღებოა, რომ დეფიციტის ფონზე იაპონიის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაყიდვებიც მკვეთრად შემცირდა და წლიურად 11.3% შეადგინა. შემცირებულია მოხმარებაც, რაც დღეში მხოლოდ 2.04 მილიონ ბარელს შეადგენს. სტატისტიკის თანახმად, ბენზინის რეალიზაციამ 2.6%-ით იკლო, ხოლო ნავთის მოთხოვნა 13.3%-ით შემცირდა. ამასთან პეტროქიმიური ნედლეულის, ნაფთას გაყიდვები 35.6%-ით დაეცა.

ცნობისთვის, იაპონია, როგორც მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეხუთე იმპორტიორი ახლო აღმოსავლეთზე დიდად არის დამოკიდებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

BM.GE

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში და რა - რეგიონსა და ევროპაში?|სემეკის მიმოხილვა

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში და რა - რეგიონსა და ევროპაში?|სემეკის მიმოხილვა

BM.GE

₾400 მლნ-ს სახაზინო ობლიგაციები ადასტურებს ინვესტორების ინტერესს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ - ოთარ შარიქაძე

₾400 მლნ-ს სახაზინო ობლიგაციები ადასტურებს ინვესტორების ინტერესს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ - ოთარ შარიქაძე

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE