მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომმა საამიროების არასამთავრობო სექტორის ზრდა შეანელა
ირანის ომმა საამიროების არასამთავრობო სექტორის ზრდა შეანელა

ირანის ომმა საამიროების არასამთავრობო სექტორის ზრდა შეანელა

BM.GE6 მაისი, 2026, 01:35|bm.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროების არასამთავრობო კერძო სექტორში ეკონომიკური აქტივობის ტემპმა იკლო და 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

აპრილში ქვეყნის PMI ინდექსი მარტის 52.9 პუნქტიდან 52.1-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ვარდნა პირდაპირ კავშირშია ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან, რამაც ტურიზმისა და ნაოსნობის სფეროები მნიშვნელოვნად დააზარალა. საყურადღებოა, რომ საექსპორტო მაჩვენებლების კლება, პანდემიის პერიოდის გამოკლებით, 2009 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

ამასთან, ახალი შეკვეთების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მცირე ტემპით გაიზარდა. S&P Global-ის მონაცემებით, შესაბამისი ქვეკომპონენტი 52.5-პუნქტიან ნიშნულამდე შემცირდა, რისი მიზეზიც შემცირებული მოთხოვნა და მიწოდების ჯაჭვში გაჩენილი შეფერხებებია. აღსანიშნავია, რომ ამისდა მიუხედავად, წარმოების მოცულობამ ზრდა მაინც შეინარჩუნა, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობამ და უკვე დაწყებული მშენებლობების თითქმის შეუფერხებლად გაგრძელებამ განაპირობა. S&P Global-ის უფროსი ეკონომისტი დევიდ ოუენი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის აღდგენის იმედი ბევრ კომპანიას აქვს, რის გამოც მომდევნო 12 თვის მოლოდინი პოზიტიური დარჩა.

რაც შეეხება რეგიონის ბიზნესჰაბ დუბაის, იქ ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 51.6-პუნქტიან ნიშნულამდე დაეცა, რაც ბოლო 55 თვის მინიმუმია. ამასთან, ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად დაჩქარდა და 2011 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. აპრილში საწარმოო ხარჯების ინფლაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში უმაღლეს დონემდე გაიზარდა. როგორც ირკვევა, არსებული ვითარება ბიზნესსუბიექტებს აიძულებს, გაზრდილი დანახარჯების დასაბალანსებლად სარეალიზაციო ფასები კიდევ უფრო გაზარდონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლადიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE