მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის პრეზიდენტი აიათოლა მოჯთაბა ხამენეის პირისპირ შეხვდა
ირანის პრეზიდენტი აიათოლა მოჯთაბა ხამენეის პირისპირ შეხვდა

ირანის პრეზიდენტი აიათოლა მოჯთაბა ხამენეის პირისპირ შეხვდა

BM.GE7 მაისი, 2026, 21:12|bm.ge

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორსაათნახევრიანი აუდიენციისას მხარეებმა ქვეყნის ხელმძღვანელობის სტრუქტურაში ერთიანობის, ნდობისა და სოლიდარობის განმტკიცების საკითხები განიხილეს.

ფეზეშქიანის განცხადებით, უზენაესი ლიდერის უშუალო და ღია დამოკიდებულება მართვის სისტემისთვის მისაბაძი მოდელი უნდა გახდეს. შეხვედრის სხვა კონკრეტულ დეტალებზე პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ მარტში გამართული ინაუგურაციის შემდეგ, რომელსაც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას მოჰყვა, მოჯთაბა ხამენეი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველად გამოჩნდა. აქამდე მისი ყველა განცხადება მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ვრცელდებოდა, რამაც ლიდერის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაერთი კითხვა გააჩინა.

პარალელურად, თეირანი ვაშინგტონისგან ომის დასრულების შესახებ ოფიციალურ წინადადებას ელოდება, რომელზედაც პასუხს ირანული მხარე დღეს გასცემს. ამერიკული გეგმა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და 30-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რაც ბირთვულ პროგრამას, გაყინულ აქტივებსა და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას უკავშირდება. CNN-ის ცნობით, აშშ ურანის გამდიდრებაზე 10-წლიანი მორატორიუმის დაწესებასა და გამდიდრებული მარაგების ქვეყნიდან გატანას მოითხოვს. დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ირანის დაბომბვა კვლავ განახლდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლადიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE