მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება წარადგინა - მედია
ირანის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება წარადგინა - მედია

ირანის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება წარადგინა - მედია

BM.GE1 ივნისი, 2026, 02:14|bm.ge

ირანის პრეზიდენტმამ მასუდ ფეზეშქიანმა უზენაესი ლიდერის ოფისს გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილი წარუდგინა. როგორც გამოცემა Iran International მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, ქვეყნის ლიდერი მთავრობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებიდან ეფექტურად ჩამოშორებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ფორმით ის დაკისრებულს მოვალეობას ვერ შეასრულებს.

პეზეშქიანი წერს, რომ შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმით ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რადიკალურმა ფრაქციებმა ისარგებლეს და სამხედრო მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო საქმეებზე სრული კონტროლი დაამყარეს. წერილიდან ირკვევა, რომ არსებული ვითარების ფონზე პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მართვას ვეღარ ახერხებს. ამასთან, ის საკუთარ სამართლებრივ მოვალეობებსაც ვეღარ ასრულებს. სწორედ ამ მიზეზით ფეზეშქიანმა უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის წარმომადგენელი ამ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

როგორც დამოუკიდებელი ირანული მედია წერს, აღნიშნული წერილის შინაარსი მმართველი ელიტის უმაღლეს დონეზე არსებულ უპრეცედენტო განხეთქილებაზე მიუთითებს. ტელეკომპანია Iran International-ის ინფორმაციით, შექმნილმა ვითარებამ ფეზეშკიანის ადმინისტრაცია პოლიტიკურ და მმართველობრივ ჩიხში მოაქცია. ეს კრიზისი კი ქვეყანას დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებაში ხელს უშლის.

ცნობისთვის, ოფიციალურ მთავრობასა და სამხედრო-უსაფრთხოების უწყებებს შორის უთანხმოება რამდენიმე თვეა გრძელდება და ის ომის დაწყების შემდგომ შექმნილ ძალაუფლების ვაკუუმს უკავშირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
მედია →ირანის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

BM.GE

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE