მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის ინიციატივას დასცინა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის ინიციატივას დასცინა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის ინიციატივას დასცინა

BM.GE14 ივლისი, 2026, 00:44|bm.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გატარებისთვის სპეციალური ტარიფის დაწესებას ეხებოდა.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი გადასახადი გააშარჟა და საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს მოუწოდა, რომ ირანული სერვისით ისარგებლონ, რადგან "მათ ბევრად სამართლიანი პირობები აქვთ".

"შტატების ლიდერი აბსოლუტურად მართალია. ვინც უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო და დაცულ გატარებას, მას მართლაც ეკუთვნის ამ მომსახურებისთვის კომპენსაცია . ირანი ყოველთვის იყო სრუტის მცველი და ასეთად დარჩება სამუდამოდ. 20%, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. ჩვენ მეტად სამართლიანი პირობები გვაქვს". - წერია არაღჩის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების მთავარი გარანტი გახდება. მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს დაუზიანებლად და გარანტიით გატარებული ყოველი გემისთვის საზღაურად 20%-იანი გადასახადის დაწესებას. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ვაშინგტონი რეგიონში უსაფრთხოების "მფარველის" როლს შეასრულებს და საჭირო ფინანსურ რესურსებსაც სწორედ ამ გზით მოიპოვებს.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე არის გლობალური მნიშვნელობის საზღვაო დერეფანი, სადაც მსოფლიო ნავთობის მიწოდების 20% ნაწილი გადის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპის ცხრა ქვეყანამ და უკრაინამ ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნეს

ევროპის ცხრა ქვეყანამ და უკრაინამ ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნეს

BM.GE

Meta-მ 1 კვირის წინ გამოშვებული ფოტოების გენერაციის პლატფორმა გააჩერა - რა გახდა მიზეზი?

Meta-მ 1 კვირის წინ გამოშვებული ფოტოების გენერაციის პლატფორმა გააჩერა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს აცნობა

დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს აცნობა

BM.GE

ჩინეთმა რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების ახალი სისტემა წარმატებით გამოცადა

ჩინეთმა რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების ახალი სისტემა წარმატებით გამოცადა

BM.GE