მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში - მარკო რუბიო
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში - მარკო რუბიო

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში - მარკო რუბიო

BM.GE3 ივნისი, 2026, 01:30|bm.ge

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. შესაბამის თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

მოჯტაბა ხამენეი ომის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რასაც მამამისი და ქვეყნის სამხედრო ლიდერები ემსხვერპლნენ, საჯაროდ არ გამოჩენილა.

ამასთან, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები „უაღრესად ტექნიკური“ პროცესი იქნება და თვეები გაგრძელდება.

„ეს უაღრესად ტექნიკური საკითხებია და ხუთ დღეში ვერ გადაიჭრება. ამისთვის საჭიროა, რომ ექსპერტთა გუნდი 30, 60 ან 90 დღის განმავლობაში შეხვდეს და დეტალებზე იმუშაოს, მაგრამ მზადყოფნა უნდა გამოხატონ“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბირთვული მოლაპარაკებების დაწყება ჰორმუზის სრუტის გახსნაზეა დამოკიდებული, ირანმა ჯერ უნდა გამოაცხადოს, რომ სრუტე ღიაა ყოველგვარი გადასახადისა და შეზღუდვის გარეშე. როგორც მარკო რუბიომ განმარტა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება ცალკე პირობებზე იქნება დამოკიდებული და სრუტის გახსნის სანაცვლოდ არ განიხილება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე სააკაშვილის გაცხადებაზე: ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?იმედი
  • „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდებანეტგაზეთი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალესრუსთავი 2
ლიდერი →ირანის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE