მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა
რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 23:41|bm.ge

რუსთავისთვის 70 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის მიხედვით, ერთი ავტობუსის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 521 351 ლარია.

ტენდერის პირობებით, შესასყიდი ავტობუსები უნდა იყოს ახალი, ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი და არაუადრეს 2026 წლის გამოშვების. მიწოდებისას მათი გარბენი 2 000 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ავტობუსების სიგრძე 8-დან 9 მეტრამდე, სიგანე კი მინიმუმ 2.4 მეტრი უნდა იყოს. ისინი დაბალი იატაკის კონსტრუქციის უნდა იყოს, რაც მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ამარტივებს.

ტექნიკური დავალების თანახმად, თითოეულ ავტობუსში, მძღოლის ადგილის გარდა, სულ მცირე 25 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს, ხოლო საერთო ტევადობა მინიმუმ 50 მგზავრს უნდა შეადგენდეს. ავტობუსებს უნდა ჰქონდეს უკანა ნაწილში განთავსებული დიზელის ძრავა, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 130 კვტ იქნება. საწვავის მოხმარება ქალაქის მოძრაობის პირველ რეჟიმში 100 კილომეტრზე მაქსიმუმ 38 ლიტრით, ხოლო მეორე რეჟიმში 32 ლიტრით განისაზღვრება.

ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური გადაცემათა კოლოფით, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით, ვიდეომეთვალყურეობის კამერებით. გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების დამტენი მინიმუმ 10 USB პორტი, მგზავრთა აღრიცხვის მოწყობილობები და ერთიანი სატრანსპორტო სისტემის შესაბამისი საინფორმაციო აღჭურვილობა.

შესყიდვის ღირებულებაში ავტობუსების ფასთან ერთად მათი გეგმიური ტექნიკური მომსახურების ხარჯებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 36 თვე ან 200 000 კილომეტრი იქნება, იმის მიხედვით, რომელი პირობა შესრულდება პირველად. ავტობუსების მიწოდება რუსთავში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილზე უნდა განხორციელდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინაფორმულა
  • რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდებარუსთავი 2
  • რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდატვ პირველი
  • რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
რუსთავის →

მსგავსი სტატიები

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე

BM.GE

სამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის საქართველოში ექსპორტს გეგმავდა

სამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის საქართველოში ექსპორტს გეგმავდა

BM.GE

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩავარდნებით და არასისტემურად მიმდინარეობს - აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩავარდნებით და არასისტემურად მიმდინარეობს - აუდიტის დასკვნა

BM.GE

“ჩვენს ბიზნესს რატომღაც უყურებენ როგორც შავ ხვრელს და შავ ჭირს”- რას ცვლის საგადასახადო შეღავათები კაზინოებისთვის?

“ჩვენს ბიზნესს რატომღაც უყურებენ როგორც შავ ხვრელს და შავ ჭირს”- რას ცვლის საგადასახადო შეღავათები კაზინოებისთვის?

BM.GE