მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა აშშ-ის მიერ ბლოკადის მოხსნის პერიოდში $6 მილიარდის ნავთობის ექსპორტი მოასწრო
ირანმა აშშ-ის მიერ ბლოკადის მოხსნის პერიოდში $6 მილიარდის ნავთობის ექსპორტი მოასწრო

ირანმა აშშ-ის მიერ ბლოკადის მოხსნის პერიოდში $6 მილიარდის ნავთობის ექსპორტი მოასწრო

BM.GE20 ივლისი, 2026, 01:26|bm.ge

ირანმა ისარგებლა დაახლოებით ერთთვიანი ფანჯრით, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე ბლოკადა დროებით გააუქმა, და ჩინეთში $5-დან $6 მილიარდამდე ღირებულების ნედლი ნავთობი გადაზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია United Against Nuclear Iran და ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ირანსა და აშშ-ს შორის 17 ივნისს გაფორმებული დროებითი შეთანხმების შემდეგ, ვაშინგტონმა ირანულ გემებზე ბლოკადა მოხსნა. ივნისის ბოლოდან მოყოლებული, ირანის პორტებიდან დაძრული დაახლოებით 20 ტანკერი მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან გამოჩნდა.

მათივე ცნობით, ამერიკული სანქციებისგან თავის დასაღწევად თეირანმა უკვე კარგად ნაცად სქემას მიმართა. ირანული ტანკერები ნავთობს მალაიზიის ტერიტორიული წყლების გარეთ, სპეციალურ ზონაში აჩერებენ, რომელიც ირანსა და ჩინეთს შორის შუა წერტილს წარმოადგენს. იქ გემები გიგანტური მილების საშუალებით ნავთობს ღია ზღვაში სხვა ტანკერებზე გადატვირთავენ. ამის შემდეგ, ტვირთის მიმღები გემები მიემართებიან ჩინეთის კერძო გადამმუშავებელი ქარხნებისაკენ. რომლებიც ამ ნავთობს დიდ ფასდაკლებით ყიდულობენ. ეს ტაქტიკა აშშ-ის უწყებებს სამართლებრივ რეაგირებას ურთულებს.

„ირანის ეკონომიკა რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ შემოსავლის ყოველ დოლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რეჟიმი ამ რესურსს საკუთარი სტრატეგიული მიზნებისთვის გამოიყენებს, სადაც მთავარი აშშ-თან ბრძოლაა“, - აცხადებს Atlantic Council-ის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ჯონათან პანიკოფი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

BM.GE

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

BM.GE

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

BM.GE