მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა
ირანმა აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა

ირანმა აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა

BM.GE19 ივლისი, 2026, 02:55|bm.ge

ირანმა განაცხადა, რომ შეაჩერა აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, შაბათს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის აშშ-ის მხრიდან განმეორებითმა დარღვევებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა „სრულიად არაფრად ღირს და ყოველგვარ სანდოობას მოკლებულია“.

ბოლო დღეებში ვაშინგტონსა და თეირანს შორის ორმხრივი სამხედრო დარტყმები განხორციელდა, რამაც გააძლიერა შიში, რომ კონფლიქტი შესაძლოა კვლავ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

ხამენეის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, რომ ირანელ ხალხსა და „წინააღმდეგობის ფრონტს“ მისთვის „დაუვიწყარი გაკვეთილები“ აქვთ მომზადებული.

ამასთან, როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ თქვა, ირანმა შეაჩერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით (MoU) ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულება, რადგან აშშ-მ შეთანხმება დაარღვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

BM.GE

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

BM.GE

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

BM.GE

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE