მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა ბაჰრეინზე იერიში მიიტანა - თეირანი აცხადებს, რომ სამიზნე აშშ-ის საჰაერო თავდაცვის რადარები იყო
ირანმა ბაჰრეინზე იერიში მიიტანა - თეირანი აცხადებს, რომ სამიზნე აშშ-ის საჰაერო თავდაცვის რადარები იყო

ირანმა ბაჰრეინზე იერიში მიიტანა - თეირანი აცხადებს, რომ სამიზნე აშშ-ის საჰაერო თავდაცვის რადარები იყო

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 15:17|bm.ge

ბაჰრეინის ხელისუფლების განცხადებით, ირანის მიერ სამოქალაქო სამრეწველო ობიექტზე განხორციელებულმა იერიშმა ხანძარი გამოიწვია. თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ მათი სამიზნე სპარსეთის ყურის ამ ქვეყანაში განთავსებული აშშ-ის საჰაერო თავდაცვის რადარები იყო.

ბაჰრეინის თავდაცვის ძალების ცნობით, შაბათს გვიან ღამით ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ირანის რამდენიმე საჰაერო შეტევა მოიგერია.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი „ირანის აგრესიის“ ნაწილად შეაფასა. უწყების ინფორმაციით, იერიშს მატერიალური ზიანი მოჰყვა, თუმცა არავინ დაშავებულა, სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები კი ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტზე იყო საუბარი და სად მდებარეობდა ის.

თავდასხმამდე ქვეყანაში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო და შსს-მ მოსახლეობას საფრთხის დაკონკრეტების გარეშე უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა, მოგვიანებით კი განგაშის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აღნიშნული ოპერაცია იყო პასუხი ირანის საჰაერო სივრცის მუდმივ დარღვევებზე, მათ შორის აშშ-ის MQ-1 და MQ-9 ტიპის სადაზვერვო და საბრძოლო დრონების მხრიდან, ასევე ირანის კუნძულ ჰენგამზე მდებარე სარადარო სადგურზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, დარგში კვლავ მძიმე ვითარებაა - ფეროშენადნობთა ასოციაცია

დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, დარგში კვლავ მძიმე ვითარებაა - ფეროშენადნობთა ასოციაცია

BM.GE

საქართველოდან თურქეთში დენის საექსპორტო ფასი თითქმის განახევრდა

საქართველოდან თურქეთში დენის საექსპორტო ფასი თითქმის განახევრდა

BM.GE

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მეგობარი კიდევ ერთხელ უწოდა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მეგობარი კიდევ ერთხელ უწოდა

BM.GE

ვიდეოთამაშების გლობალური გიგანტები - 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია

ვიდეოთამაშების გლობალური გიგანტები - 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია

BM.GE