
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მეგობარი კიდევ ერთხელ უწოდა
BM.GE|bm.ge
ამერიკელი კანონმდებლების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კვლავ მეგობარი უწოდა.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ხელს ართმევს, წარწერით - „ჩემი მეგობარი“.
აღნიშნული პოსტი წინ უსწრებდა ამ კვირაში ჩინეთში გამართულ სამიტს, სადაც ტრამპი პუტინს თბილად მიესალმა და მას მეგობრად მოიხსენია, რამაც როგორც დემოკრატების, ისე ზოგიერთი რესპუბლიკელის კრიტიკა გამოიწვია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge