მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა სახელმწიფო უწყებებს უცხოური სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა მოუხსნა
ირანმა სახელმწიფო უწყებებს უცხოური სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა მოუხსნა

ირანმა სახელმწიფო უწყებებს უცხოური სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა მოუხსნა

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 17:48|bm.ge

ირანის ხელისუფლებამ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის უცხოური სოციალური ქსელებისა და შეტყობინებების პლატფორმების ოფიციალური გამოყენების თითქმის ათწლიანი აკრძალვა გააუქმა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, სამთავრობო დაწესებულებებს უცხოურ ციფრულ პლატფორმებზე ოფიციალური სიახლეებისა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება კვლავ მიეცემათ.

ეს სიახლე ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, აბას ფაზოუქიმ საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბრისას გააჟღერა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას ახალი რეგულაციის იმპლემენტაციის კონკრეტული მექანიზმები ჯერ არ გაუსაჯაროებია. შესაბამისად, მთავრობას ჯერ არ დაუსახელებია ის კონკრეტული უწყებები, რომლებიც უცხოური არხებით სარგებლობას პირველ ეტაპზე დაიწყებენ.

საყურადღებოა, რომ ოფიციალური თეირანი რიგითი მოქალაქეებისთვის უცხოურ სოციალურ ქსელებზე წვდომის შესაძლო შემსუბუქების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

შეგახსენებთ, ირანმა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის უცხოური შეტყობინებების აპლიკაციებითა და სოციალური ქსელებით სარგებლობა 2017 წელს შეზღუდა, სრული აკრძალვა კი 2018 წელს დააწესა. მას შემდეგ საჯარო სტრუქტურები ოფიციალური კომუნიკაციისთვის მხოლოდ ადგილობრივ ციფრულ სერვისებს იყენებდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნებაფორმულა
  • პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის — ზენონ იარაჯულინეტგაზეთი
  • პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობდნენ არეულობის მოწყობას - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
აკრძალვის →ირანის →

მსგავსი სტატიები

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

BM.GE

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE