"ირანთან ომში გამარჯვებასთან ახლოს ვართ" – ტრამპი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ირანთან ომში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს არის, თუმცა კონფლიქტის დასრულების ვადებს არ აზუსტებს.
ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელებს გამარჯვება ხელთ აქვთ და ის მაშინ გაფორმდება, როცა ამას თავად მოისურვებს.
რაც შეეხება მოლაპარაკებების პერსპექტივას, პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვაშინგტონი თეირანს შეთანხმების მიღწევისა და გადარჩენის ყველა შანსს აძლევს, თუმცა ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, დათანხმდება თუ არა ირანი ამ სამშვიდობო წინადადებას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ირანის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის ახალ წლამდე აქვს ვადა, რომლის შემდეგაც ვაშინგტონი სამხედრო შეტევებზე გადაერთვება.
