მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას სექტორზე გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა არა მასშტაბური - ტურისტული კომპანია
ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას სექტორზე გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა არა მასშტაბური - ტურისტული კომპანია

ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას სექტორზე გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა არა მასშტაბური - ტურისტული კომპანია

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 18:07|bm.ge

ტურიზმის დარგის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ გასულ თვეებში ირანიდან შემცირებული ტურისტული ნაკადები ბოლო პერიოდში აღდგენას აჩვენებდა, თუმცა საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერება ვიზიტორების ნაკადებს მკვეთრად შეამცირებს.

როგორც BMG-სთან ტურისტული კომპანია Mice & More Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, მათ მართვაში მყოფ რამდენიმე სასტუმროში ირანიდან ტურისტული ჯავშნები ბოლო პერიოდში გააქტიურებული იყო, მაგრამ ფრენების შეზღუდვის შედეგად ამ ქვეყნიდან ვიზიტორების ნაკადების შემცირებაა მოსალოდნელი.

თუმცა როგორც ნონა ფოლადაშვილი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ ირანს საქართველოს ჯამურ ვიზიტორებში შედარებით მცირე წილი უჭირავს, ნეგატიური გავლენა ტურიზმის სექტორზე იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ეს ახლო აღმოსავლეთის ომის დაწყებისას იყო.

“[ახლო აღმოსავლეთის] ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ირანული ჯგუფებისგან მოთხოვნის ზრდა იყო, ეს ლოგიკურიც არის, შეზღუდვები როგორც კი მოიხსნა, მათთვის ერთ-ერთი კომფორტული მიმართულება არის საქართველო, როგორც ვიზის კუთხით, ასევე მომსახურების სერვისის ფასის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. სამომავლოდ, როგორც ვხედავთ, რაც ინფორმაციაც გავრცელდა რომ ხუთ ავიაკომპანიას ეზღუდება [ფრენა], რა თქმა უნდა, იქნება, ალბათ ეს ეფექტს მოახდენს. ერთ-ერთი სასტუმროს ჭრილში შემიძლია შევაფასო - 70%-იანი დატვირთულობა, რაც იყო იგივე აგვისტოს თვეში იყო, აქედან დაახლოებით 7-8% ირანზე მოდიოდა. ისიც იმ პირობებში, რომ სხვა პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მომართვიანობა იყო ომის შემდეგ. რა თქმა უნდა, ტურიზმზე ექნება გავლენა, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური და დიდი, როგორიც ომის დასაწყისში მთლიანად ჰაბის ჩაკეტვამ გამოიწვია.

რა თქმა უნდა, არიან კომპანიები საქართველოს ბაზარზე, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით და მათთვის, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ის, რომ ირანიდან ვეღარ მოხდება იმ რაოდენობის ტურისტების ჩამოყვანა და მომსახურება, რაც იგეგმებოდა მათთვის. მაგრამ კი, ისევ იქ მივდივართ, რომ არ უნდა იყოს არც ერთი ტურისტული კომპანია, არც მით უმეტეს ქვეყანა, ერთ კონკრეტულ რომელიმე ქვეყანაზე ჩამოკიდებული. აუცილებელი არის დივერსიფიცირება, სხვადასხვა ბაზრების ათვისება”, - განაცხადა ნონა ფოლადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის სანქციების გამო ირანთან მფრინავი ავიაკომპანიების ოპერირება შეიზღუდება. OFAC-მა ჯამში 27 ავიაკომპანია დაასანქცირა, მათგან 5 საქართველოში დაფრინავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 14%-ზე დატოვა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 14%-ზე დატოვა

BM.GE

ბაზრის „კრისტალიზაცია“, სერვისების გაძვირება... - რას მოიტანს VASP-ების ახალი რეგულაციები?

ბაზრის „კრისტალიზაცია“, სერვისების გაძვირება... - რას მოიტანს VASP-ების ახალი რეგულაციები?

BM.GE

შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული

შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული

BM.GE

"დიდ ოთხეულსა" და აუტსორს ბუღალტერიას შორის"|რა სერვისებს სთავაზობს ვასილ რევიშვილის X'ACT-ი ბიზნესს

"დიდ ოთხეულსა" და აუტსორს ბუღალტერიას შორის"|რა სერვისებს სთავაზობს ვასილ რევიშვილის X'ACT-ი ბიზნესს

BM.GE