მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირიგაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა - "საქართველოს მელიორაცია"
ირიგაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა - "საქართველოს მელიორაცია"

ირიგაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა - "საქართველოს მელიორაცია"

BM.GE21 მაისი, 2026, 14:48|bm.ge

"საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, სამელიორაციო მომსახურებაზე მოთხოვნა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2026 წლის მონაცემებით, წყალსარგებლობის განრიგების ფარგლებში დაკონტრაქტებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს საგრძნობლად აღემატება.

კერძოდ, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ირიგაციის მოთხოვნით შეთანხმებული ფართობი 9 988.1 ჰექტარს შეადგენდა. 2026 წლისთვის კი, აღნიშნული მაჩვენებელი 29 694.33 ჰექტარამდე გაიზარდა.სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, გაზრდილი მაჩვენებელი სარწყავი წყლის მზარდ მოთხოვნასა და წყალმომხარებლების მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.

„საქართველოს მელიორაცია“ ფერმერებსა მოუწოდებს, წყალსარგებლობის განრიგები წინასწარ და დროულად გააფორმონ. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წყლის მიწოდების ეფექტიან დაგეგმვას, სამელიორაციო სისტემების მართვის გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულფასოვან მორწყვას. აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის გაფორმების შემთხვევაში, მომხმარებელი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მელიორაციის ახალი, გაძვირებული ტარიფები ამოქმედდა. აპრილიდან ერთი მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.

მთავრობის განკარგულებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების ერთი მორწყვა 116.5 ლარი გახდა (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში

ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში

BM.GE

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება - PACE-ს კომიტეტი

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება - PACE-ს კომიტეტი

BM.GE

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 234 მილიონი ლარი აკრიფა

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 234 მილიონი ლარი აკრიფა

BM.GE

კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი - საგამოძიებო სამსახური

კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი - საგამოძიებო სამსახური

BM.GE