მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ისრაელის შეფასებით, flydubai-ს რეისზე მასშტაბური ტერაქტი აღიკვეთა
ისრაელის შეფასებით, flydubai-ს რეისზე მასშტაბური ტერაქტი აღიკვეთა

ისრაელის შეფასებით, flydubai-ს რეისზე მასშტაბური ტერაქტი აღიკვეთა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 18:29|bm.ge

ისრაელური მედიის ინფორმაციით, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ flydubai-ს სამგზავრო თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი მიზნად ტერორისტული აქტის განხორციელებას ისახავდა.

The Jerusalem Post-ის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა, მათ შორის მოსადმა, შინ ბეტმა და თავდაცვის ძალებმა, მომხდარი გამიზნულ ტერაქტად უკვე შეაფასეს. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რომ არა ეკიპაჟისა და მგზავრების სწრაფი რეაგირება შედეგი მასშტაბური კატასტროფა იქნებოდა, რომელიც თავიდან იქნა აცილებული.

პირველადი გამოძიების თანახმად, თავდამსხმელი წარმოშობით ომანის მოქალაქეა და ის ხომალდის ჩამოგდებას ცდილობდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხერხდა აქტის აღკვეთა, როგორც მედია წერს, ბორტზე მყოფმა 100-ზე მეტმა ისრაელელმა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრებმა თავდამსხმელის განეიტრალება უშუალოდ ჰაერში შეძლეს. ისინი კაბინაში ძალის გამოყენებით შევიდნენ. დაპირისპირების პროცესში თვითმფრინავმა სიმაღლე მკვეთრად დაკარგა და თითქმის 4,000 მეტრით დაეშვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტერორისტული აქტის ჩადენის მსურველმა კოლეგას დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა და მისი კაბინიდან გაგდება სცადა. წინა რიგებში მსხდომი მგზავრები კაბინაში შეიჭრნენ და თავდამსხმელი შეაკავეს. ხომალდის მართვა კი სალონის ბოლოში მჯდომმა ორმა სხვა პილოტმა გადაიბარა, რომლებიც თვითმფრინავზე რიგითი მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ დაშავებულ პილოტს პირველადი სამედიცინო დახმარება ბორტზე მყოფმა ისრაელელმა სტომატოლოგმა აღმოუჩინა. ეკიპაჟმა თავდაპირველად ზოგადი საგანგებო მდგომარეობის სიგნალი გაუშვა, მოგვიანებით კი ხომალდის უკანონო დაკავების აღმნიშვნელი სპეციალური კოდი ჩართო.

შექმნილი საფრთხის გამო ისრაელის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა და ქვეყნის საჰაერო ძალებმა საბრძოლო გამანადგურებლები ჰაერში ააფრინა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი დაუყოვნებლივ გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ვითარება უკვე სრულ კონტროლს ექვემდებარება და მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნების მიზნით ყველა ზომა მიღებულია.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გენერალმა ზამირმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტი გააუქმა.

თავად ავიაკომპანია flydubai-მ მგზავრების უსაფრთხო დაშვება დაადასტურა და მათ თელ-ავივში ჩასაყვანად საუდის არაბეთში სათადარიგო თვითმფრინავი გაგზავნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეფასება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოარუსთავი 2
  • საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზეტვ პირველი
  • "გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონფორმულა
შეფასება →მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE