
ისტორიული ნაბიჯი ქართული სპორტისთვის: Adjarabet-ი UFC-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
მსოფლიოს წამყვანმა საბრძოლო ორგანიზაცია UFC-მ საქართველოში ოფიციალურ პარტნიორად „აჭარაბეთი“ გამოაცხადა.
ეს მრავალწლიანი შეთანხმება მიზნად ისახავს ქართველი გულშემატკივრებისთვის სპორტული გამოცდილების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანას.
ნიკოლას სმიტი (TKO-ს გლობალური პარტნიორობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი): „UFC-ში აღფრთოვანებულები ვართ ჩვენს პარტნიორთა სიაში აჭარაბეთის შემოერთებით,“ განაცხადა ნიკოლას სმითმა, გლობალური პარტნიორობის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, TKO-ში. „ეს ურთიერთობა აჭარაბეთთან - გულისხმობს ფანების გამოცდილების გაუმჯობესებას ერთობლივი მუშაობით. მეტი ემოცია, მეტი ინტერაქცია და მეტი გზა, რაც UFC-ის გულშემატკივართან დააკავშირებს. მოუთმენლად ველით, რომ საქართველოში არსებული უზარმაზარი ინტერესი MMA-ს მიმართ გაღრმავდეს და უფრო მასშტაბური ფორმა მიიღოს.“
„გვაქვს პატივი გამოვაცხადოთ, რომ აჭარაბეთი UFC-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. როგორც ქართული სპორტის ერთგული მხარდამჭერი, განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ ამ ეტაპს მივაღწიეთ იმ დროს, როდესაც ჩვენი ამბასადორები: მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე და გიგა ჭიკაძე, გლობალურ არენაზე ისტორიას წერენ. წლების წინ, ჩვენ ვიყავით UFC-ის ადრეული მხარდამჭერები ქართული აუდიტორიისთვის. გვჯეროდა, რომ ეს სპორტი თავის ნამდვილ სახლს საქართველოში იპოვიდა. დღეს ეს გზა ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რადგან ჩვენი ერთგულება - UFC-სთან პირველ ოფიციალურ პარტნიორობაში გარდაიქმნა. ეს იმ მხარდაჭერის ძლიერი გაგრძელებაა, რომელიც სპორტის განვითარებისთვის გაგვიწევია - იქნება ეს საქართველოს ყველაზე დიდი ვარსკვლავების გვერდში დგომა თუ მათთან ერთად ზრდა. სწორედ ეს აღნიშნავს შემდეგ დიდ ნაბიჯს იმ გზაზე, რომელსაც თავიდანვე მივუძღვენით თავი,“ განაცხადა ნინი გუჯაბიძემ, აჭარაბეთის PR დირექტორმა.
როგორც UFC-ის ოფიციალური პარტნიორი, აჭარაბეთი ითანამშრომლებს UFC-თან სოციალური მედიის კონტენტზე, რომელიც მოიცავს ერთობლივი ბრენდირებული მასალის შექმნასა და სხვა აქტივობებს, რათა გულშემატკივრების ჩართულობის შესაძლებლობები გაიზარდოს და პირდაპირ კავშირში იყოს გლობალურ მიდგომებთან.
UFC-ის შესახებUFC® მსოფლიოს წამყვანი შერეული საბრძოლო ხელოვნებების ორგანიზაციაა (MMA), რომელსაც 700 მილიონზე მეტი ფანი და დაახლოებით 353 მილიონი გამომწერი ჰყავს სოციალური მედიაში. ორგანიზაცია ყოველწლიურად 40-ზე მეტ ღონისძიებას ქმნის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ არენებზე და პროგრამას 950 მილიონზე მეტ სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმაზე ავრცელებს, 210-ზე მეტ ქვეყანაში. UFC-ის სპორტსმენთა სიაში წარმოდგენილია მსოფლიოს საუკეთესო MMA მებრძოლები 75-ზე მეტი ქვეყნიდან. ორგანიზაციის ციფრული პროდუქტები მოიცავს UFC FIGHT PASS®-ს, ერთ-ერთ წამყვან ტრანსლაციის სერვისს საბრძოლო სპორტებისთვის. UFC არის TKO Group Holdings-ის (NYSE: TKO) ნაწილი და მისი სათავო ოფისი ლას ვეგასში, ნევადაში მდებარეობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ UFC.com-ს და გამოიწერეთ UFC Facebook-ზე და @UFC X-ზე, Snapchat-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე.
აჭარაბეთის შესახებ აჭარაბეთი არის ლიდერი ორგანიზაცია ქართული ონლაინ სათამაშო ინდუსტრიაში, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ქმნის ინოვაციურ და გამორჩეულ პლატფორმას. კომპანიის მისიაა ახალი, საინტერესო და მიმზიდველი სათამაშო გამოცდილების შეთავაზება მაღალი ხარისხის პროდუქტებით, უნიკალური დიზაინით, უსაფრთხო სისტემით, დიდი მოგებებითა და შეუზღუდავი შესაძლებლობებით. ჩვენი ძირითადი ღირებულებები ინოვაცია, ნდობა და ხარისხია. როგორც Flutter Entertainment Group-ის ამაყი წევრი, ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა საერთაშორისო სათამაშო ინდუსტრიის მაღალი სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და მის მუდმივ გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ.
BM.GE
წყარო: bm.ge