მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ" - პრეზიდენტი
"იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ" - პრეზიდენტი

"იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ" - პრეზიდენტი

BM.GE26 მაისი, 2026, 22:50|bm.ge

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს წერილით ულოცავს და აღნიშნავს, რომ რომი საქართველოს ევროკავშირის გზაზე აკვირდება და იმედოვნებს, რომ ეს გზა ახალი იმპულსით გაგრძელდება.

სერჯო მატარელას წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავად ავრცელებს.

"დღეს, როდესაც მეგობარი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსურს გულითადად მოგილოცოთ იტალიის რესპუბლიკის სახელით.

მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რომელიც კვლავაც დამძიმებულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგებითა და ჩვენი საზღვრების მახლობლად არსებულ რეგიონებში მრავალრიცხოვანი კრიზისული კერებით, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეგობრობის სულისკვეთებით.

ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე და, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ინტეგრაციის საფუძვლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ ერთგულებაზე.

სასიამოვნოდ ვიხსენებ მილანო-კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე თქვენს მონაწილეობას და ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებულ მომავალს", - ნათქვამია წერილში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE