მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს შოკოლადის იმპორტი რეკორდულად გაუძვირდა - სტატისტიკა
საქართველოს შოკოლადის იმპორტი რეკორდულად გაუძვირდა - სტატისტიკა

საქართველოს შოკოლადის იმპორტი რეკორდულად გაუძვირდა - სტატისტიკა

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 13:37|bm.ge

საქართველოში შოკოლადისა და კაკაოს შემცველი პროდუქტების იმპორტი ბოლო წლებში მკვეთრად გაძვირდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, იმპორტირებული შოკოლადის მოხმარება ქვეყანაში შედარებით სტაბილურია, თუმცა გლობალური ფაქტორების გამო იგივე მოცულობის პროდუქციაში ქვეყანას გაორმაგებული თანხის გადახდა უწევს.

კერძოდ, საქსტატის თანახმად, 2020 წლიდან საქართველოს მიერ შოკოლადის იმპორტზე დახარჯული თანხა თითქმის გასამმაგდა: თუ 2020 წელს იმპორტის ღირებულება 44.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2025 წლისთვის ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს - 127.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (+188%-იანი ზრდა).

ამავე პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის ფიზიკური მოცულობა (წონა) მხოლოდ 40%-ით გაიზარდა (17.1 ათასიდან 23.9 ათას ტონამდე), ხოლო 2022–2025 წლებში ზრდის ტემპი პრაქტიკულად შეჩერდა და წლიურად 21–24 ათასი ტონის ფარგლებში დასტაბილურდა.

1 კგ შოკოლადის საშუალო საიმპორტო ფასის დინამიკა:

• 2020 წელი: ~$2.59 / კგ • 2021 წელი: ~$2.78 / კგ (+7.3%) • 2022 წელი: ~$3.65 / კგ (+31.3%) • 2023 წელი: ~$4.00 / კგ (+9.6%) • 2024 წელი: ~$4.44 / კგ (+11.0%) • 2025 წელი: ~$5.33 / კგ (+20.0%)

შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში 1 კილოგრამი შოკოლადის საშუალო საიმპორტო ღირებულება 106%-ით, ანუ ორზე მეტჯერ გაიზარდა.

მიმდინარე ტენდენცია: 2026 წლის 10 თვე

გაძვირების ტენდენცია 2026 წელსაც ნარჩუნდება. საქსტატის მიხედვით, 2025 და 2026 წლების იანვარ-ოქტომბრის (10 თვის) შედარება აჩვენებს:

• 2025 წლის 10 თვე: 17 236.3 ტონა - 91.0 მლნ აშშ დოლარი (საშუალოდ $5.28 / კგ); • 2026 წლის 10 თვე: 18 030.0 ტონა - 96.4 მლნ აშშ დოლარი (საშუალოდ $5.35 / კგ).

ერთ წელიწადში 10 თვის იმპორტის ღირებულება 5.4 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საშუალო საიმპორტო ფასმა კიდევ უფრო მოიმატა.

საიდან და რა ფასად შემოდის შოკოლადი: იმპორტიორი ქვეყნები

2026 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს შოკოლადის ბაზარზე მთავარი მომწოდებლები კვლავ რუსეთი და რეგიონის ქვეყნები არიან, თუმცა იმპორტის ღირებულებებს შორის მკვეთრი კონტრასტია:

ქვეყანა იმპორტის ღირებულება (ათასი $) ტონა საშუალო ფასი 1 კგ-ზე ($) რუსეთი 26 538.0 6 643.4 $3.99 უკრაინა 24 195.3 4 207.0 $5.75 პოლონეთი 8 826.1 665.5 $13.26 სომხეთი 7 575.9 1 124.3 $6.74 თურქეთი 6 964.8 1 489.2 $4.68 ბელგია 3 925.5 584.1 $6.72 ხორვატია 3 719.2 697.5 $5.33 გერმანია 3 275.3 434.5 $7.54 იტალია 2 898.0 573.1 $5.06 აზერბაიჯანი 2 128.4 548.0 $3.88

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შოკოლადის იმპორტზე დახარჯული თანხის ნახევარზე მეტი რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქცია აზერბაიჯანიდან ($3.88/კგ), რუსეთიდან($3.99/კგ) და თურქეთიდან ($4.68/კგ) შემოდის.

საპირისპიროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადი მკვეთრად მაღალი საფასო კატეგორიით გამოირჩევა. მაგალითად, პოლონეთიდან შემოტანილი პროდუქციის 1 კგ საშუალოდ $13.26 ღირს, ხოლო გერმანიიდან - $7.54.

შოკოლადის იმპორტის გაძვირება პირდაპირ კავშირშია გლობალურ პროცესებთან: ბოლო წლებში მსოფლიო ბირჟებზე კაკაოს ფასმა ისტორიულ რეკორდებს მიაღწია. ამის მიზეზი დასავლეთ აფრიკაში (განსაკუთრებით - იმ ქვეყნებში, სადაც მსოფლიო კაკაოს უდიდესი ნაწილი იწარმოება) კლიმატური ანომალიები, გვალვები და მცენარეთა დაავადებები გახდა, რამაც მოსავლის გლობალური დეფიციტი გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია | TCRC

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია | TCRC

BM.GE

„პაპა კარლო“ SPAR-თან ერთად ბრუნდება - რა შეიცვლება დოლიძის ქუჩაზე მოქმედ ისტორიულ მაღაზიაში

„პაპა კარლო“ SPAR-თან ერთად ბრუნდება - რა შეიცვლება დოლიძის ქუჩაზე მოქმედ ისტორიულ მაღაზიაში

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები

BM.GE