მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იტალიის სახელმწიფომ ისტორიული ეტრუსკული სამარხი 15 მილიონ ევროდ შეიძინა
იტალიის სახელმწიფომ ისტორიული ეტრუსკული სამარხი 15 მილიონ ევროდ შეიძინა

იტალიის სახელმწიფომ ისტორიული ეტრუსკული სამარხი 15 მილიონ ევროდ შეიძინა

BM.GE30 ივნისი, 2026, 23:33|bm.ge

ეტრუსკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფინა რომის ვილა ჯულიას ეროვნულ ეტრუსკულ მუზეუმში მას შემდეგ, რაც იტალიის სახელმწიფომ ფრესკებით შემკული სამარხი შეიძინა.

ე.წ. ფრანსუას სამარხი, რომელიც არქეოლოგ ალექსანდრ ფრანსუას სახელს ატარებს და 1857 წელს იქნა აღმოჩენილი, იტალიის სახელმწიფომ 15 მილიონ ევროდ ($17 მილიონი) შეიძინა. სამარხი ქალაქ ვულჩიში იქნა აღმოჩენილი - ეტრუსკული ცივილიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრში, რომის ჩრდილოეთით. სამარხის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩენილი ფრესკები, რომლებიც ძვ.წ. 340–320 წლებშია შექმნილი აერთიანებს ბერძნული მითოლოგიის სცენებსა და ეტრუსკული ისტორიის ეპიზოდებს.

ვილა ჯულიას მუზეუმის დირექტორმა ლუანა ტონიოლომ აღნიშნა, რომ ეს სამარხი „არქეოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი საგანძურია“ და, რომ იგი ასახავს „ოჯახების, გმირების, ღმერთებისა და მეომრების ისტორიებს ეტრუსკულ სამყაროში“, ფრესკაზე ასევე გამოსახულია „რომაელი მეფის ერთადერთი პორტრეტი“. სამარხში ასევე ანტიკურობის ყველაზე გრძელი ცხოველთა ფრიზი იქნა აღმოჩენილი, სადაც გამოსახულია ლომები, ვეფხვები, ირმები, გარეული ღორები, გრიფონები და სხვა რეალური და მითოლოგიური არსებები.

სამარხი თავდაპირველად იტალიელი არისტოკრატების - ტორლონიების ოჯახს ეკუთვნოდა, ხოლო ფრესკები წლების განმავლობაში კერძო კოლექციაში ინახებოდა. სამარხის სხვა საგანძური კი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია გამოფენილი.

სამარხის იტალიის სახელმწიფოს მიერ შეძენის შემდეგ, რამდენიმე ევროპულმა მუზეუმმა — მათ შორის ლუვრმა, ბრიტანეთის მუზეუმმა, ბრიუსელის სამეფო ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმმა და სხვებმა სამარხში აღმოჩენილი ექსპონატები დროებითი ექსპოზიციისთვის რომის მუზეუმს გადასცა. პირველად 160 წლის შემდეგ, რომის ვილა ჯულიას ეროვნულ მუზეუმში ამ ექსპონატების ერთ სივრცეში დათვალიერებაა შესაძლებელი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

$20 000-ის და ₾41 000-ის ანაბარი ბანკში, უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი ?

$20 000-ის და ₾41 000-ის ანაბარი ბანკში, უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი ?

BM.GE

ვინ არიან ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები და ექსპორტიორები საქართველოში

ვინ არიან ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები და ექსპორტიორები საქართველოში

BM.GE

"ვერ წარმომიდგენია, შენ თვითონ მოუარო გზას და შენვე შეამოწმო"|რა რისკებს ხედავს ბიზნესი სახელმწიფო კომპანიაში

"ვერ წარმომიდგენია, შენ თვითონ მოუარო გზას და შენვე შეამოწმო"|რა რისკებს ხედავს ბიზნესი სახელმწიფო კომპანიაში

BM.GE

ჩინეთში ქათმის ნაწილების ექსპორტის დაწყებას ალბათ წლის ბოლოს შევძლებთ - "ჩირინა"

ჩინეთში ქათმის ნაწილების ექსპორტის დაწყებას ალბათ წლის ბოლოს შევძლებთ - "ჩირინა"

BM.GE