მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა
იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

BM.GE6 აგვისტო, 2026, 19:23|bm.ge

იტალიაში ანომალიური სიცხის ტალღის გაძლიერების ფონზე, ქვეყნის 27-ვე მსხვილ ქალაქში დღეს საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

სამშაბათსა და ოთხშაბათს „წითელი დონე“ 25 ქალაქში მოქმედებდა, ხუთშაბათიდან კი განგაშის მაქსიმალურ ნიშნულზე გადავიდა დარჩენილი ორი ქალაქიც მესინა და რეჯო-კალაბრია.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ეს მიმდინარე წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც წითელი დონე ერთდროულად 27-ვე ქალაქში გამოცხადდა.

„წითელი დონე“ მიუთითებს ჯანმრთელობის შესაძლო საგანგებო მდგომარეობაზე, როდესაც ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მათ შორის ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ადამიანებს.

ადგილობრივი ხელისუფლება მცხოვრებლებს მოუწოდებს, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში 11:00-დან 18:00 საათამდე მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებსა და გარეთ ყოფნას, დარჩნენ შენობებში და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.

იტალიის ზოგოერთ რეგიონში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. სინოპტიკოსების ცნობით, სიცხის ტალღას ჩრდილოეთ აფრიკული ანტიციკლონი იწვევს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში გაძლიერდა და ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა. ტემპერატურის კლებას უქმეებამდე არ ელოდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

BM.GE

რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს უდიდეს რეზერვებს და სად ინახავენ მას?

რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს უდიდეს რეზერვებს და სად ინახავენ მას?

BM.GE

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

BM.GE