მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს უდიდეს რეზერვებს და სად ინახავენ მას?
რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს უდიდეს რეზერვებს და სად ინახავენ მას?

რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს უდიდეს რეზერვებს და სად ინახავენ მას?

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 23:11|bm.ge

ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული რეზერვი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის საწინდარია. მისი არსებობა ქვეყანას საგარეო შოკისგან, სავალუტო რყევებისგან, ეკონომიკური კრიზისისგან და პანდემიის მსგავსი მოვლენებისგან იცავს.

როგორც წესი, ეროვნული ბანკის რეზერვში უცხოურ ვალუტას, საბანკო დეპოზიტებს, ფასიან ქაღალდებს და ოქროს შეხვდებით, ეს უკანასკნელი კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თუკი ქვეყანას გაუჭირდება, ვითარება გაუარესდება ან ის საერთაშორისო სანქციების წინაშე აღმოჩნდება, მაშინ მას მარტივად შეუძლია ცენტრალური ბანკის რეზერვი გამოიყენოს და თავიდან აირიდოს პოტენციური კრიზისი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკის რეზერვი დაახლოებით ის არის, რაც შავი დღისთვის გადანახული დანაზოგი, რომელიც ყველა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია.

ამჯერად იმ ქვეყნების სიას გაგაცნობთ, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე დიდი რეზერვები აქვთ:

1) აშშ - 8,133 ტონა2) გერმანია - 3,350 ტონა3) იტალია - 2,452 ტონა4) საფრანგეთი - 2,437 ტონა 5) რუსეთი - 2,332 ტონა

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ოქროს მარაგებს სრული მოცულობით სამშობლოში თითქმის არასოდეს არ ინახავენ და გეოგრაფიული დივერსიფიკაციის მიზნით, რეზერვების ნაწილს სხვადასხვა კონტინენტზე და იურისდიქციაში ანაწილებენ.

სად ინახავენ ქვეყნები ოქროს მარაგებს?

1) ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი (აშშ): მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს საერთაშორისო საცავია. აქ ინახება არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ათობით სხვა ქვეყნის ეროვნული ოქროს მარაგის ნაწილი.

2) ფორტ-ნოქსი და უესტ-პოინტი (აშშ): უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ოქროს უდიდესი ნაწილი ინახება კენტუკის შტატში არსებულ რეზერვში, რომელიც პლანეტაზე ყველაზე კარგად დაცული შენობაა.

2) ინგლისის ბანკის რეზერვი (დიდი ბრიტანეთი): გლობალური ოქროს ვაჭრობის მთავარი ცენტრია. ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპული და აზიური სახელმწიფოები, თავისი მარაგების ნაწილს ლონდონში ინახავენ, რადგან საჭიროების შემთხვევაში მისი სწრაფად გაყიდვა ან გირაოდ გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

BM.GE

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

BM.GE

გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

BM.GE