მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ითქვა, რომ შავ სიას ყურადღება მიექცევა და ალბათ, უფრო გამკაცრდება" - "ინსის" დირექტორი
"ითქვა, რომ შავ სიას ყურადღება მიექცევა და ალბათ, უფრო გამკაცრდება" - "ინსის" დირექტორი

"ითქვა, რომ შავ სიას ყურადღება მიექცევა და ალბათ, უფრო გამკაცრდება" - "ინსის" დირექტორი

BM.GE15 მაისი, 2026, 18:48|bm.ge

“ითქვა, რომ შავ სიას ყურადღება მიექცევა და ალბათ უფრო გამკაცრდება”, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “ინსის” დირექტორმა ზვიად თოიძემ პრემიერ-მინისტრისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სამშენებლო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“შავ სიასთან დაკავშირებით ითქვა, რომ მიექცევა ყურადღება. შავი სია, ალბათ, უფრო გამკაცრდება. ეს რამდენიმე სიტყვით ითქვა, ამასთან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, მაგრამ ალბათ კომპანია, რომელიც ვერ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს და მისი დამფუძნებელი თუ ცალკე სხვა კომპანიით შეეცდება სხვა კომპანიის შექმნას და იქ მონაწილეობის მიღებას, ვერ შეძლებს, იმიტომ რომ დაკავშირებული პირი იქნება იმ კომპანიასთან. შესაბამისად, ამით გამკაცრდება. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, რომლებიც რეალურად ახორციელებენ [პროექტებს]. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპანიები, რომლებიც არაჯანსაღ სიტუაციას ქმნიან, არ იყვნენ ბაზარზე”, - განაცხადა ზვიად თოიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად ხშირი იყო ეს პრობლემა ბიზნესში, “ინსის” დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს არის პრობლემა, თუმცა ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა არ ყოფილა.

"ეს პრობლემა არ იყო მარტო მათით [სახელმწიფოს] გამოწვეული. ზოგ შემთხვევაში იყო ამ სექტორის არაჯანსაღი [გარემოდან] გამომდინარე, მაგრამ დღეს ნამდვილად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი”, - აღნიშნა მან,

გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინდექსაციის საკითხსაც, რაც უკვე შემოდის. “დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით ინდექსაციას, რომ სავალდებულო გამხდარიყო”, - აღნიშნა თოიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ინდექსაცია მიმდინარე კონტრაქტებშიც იქნება გათვალისწინებული.

ცნობისთვის, მთავრობის ინფორმაციით, იგეგმება ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს პრემიერი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE