მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო
იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 15:16|bm.ge

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბოლო გაჩერება მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • თურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა - ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავესფორმულა
  • თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდება - მედიატვ პირველი
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
  • კულტურის სახლი, რომელმაც სოფელ მარნის კულტურული აღმავლობის წლებიც გამოიარა და პერიოდიც, როცა მხოლოდ დაზიანებული კედლები იყო დარჩენილი - შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ინახავსრუსთავი 2
სახლში →

მსგავსი სტატიები

9 თვეში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთი 15,4 მლნ ტონამდე გაიზარდა - პრემიერი

9 თვეში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთი 15,4 მლნ ტონამდე გაიზარდა - პრემიერი

BM.GE

დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - ირაკლი კობახიძე

დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 22%-ით შემცირდა, თუმცა ეს საკმარისი არაა | ირაკლი კობახიძე

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 22%-ით შემცირდა, თუმცა ეს საკმარისი არაა | ირაკლი კობახიძე

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

BM.GE