მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital
ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

BM.GE17 აგვისტო, 2026, 19:02|bm.ge

2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ "მაკროეკონომიკური განახლებაში" წერია.

მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ივლისის ბოლოსთვის 7.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მონაცემთა ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეზერვების შესაბამისობის ნორმის (ARA) 118.7%-ს შეადგენს.

რეზერვების დაგროვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, S&P-ის მიერ 7 აგვისტოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადახედვის ერთ-ერთი საფუძველი იყო. სააგენტოს შეფასებით, საგარეო ბუფერების შემდგომი გაძლიერება სამომავლოდ, შესაძლოა, რეიტინგის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს.

ამავდროულად, მთლიანი მოცულობის მიღმა რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო. კერძოდ: ა) სებ-ის სავალუტო შესყიდვები თავად რეზერვების ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება; ბ) წმინდა რეზერვები მთლიანზე უფრო სწრაფად გაუმჯობესდა; გ) პარალელურად იზრდება თავად შესაბამისობის ნორმის დონეც.

"2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა: 2.4 მილიარდი აშშ დოლარი 2025 წელს და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი 2026 წლის პირველ შვიდ თვეში. მიმდინარე წელს საშუალო თვიური შესყიდვა 360 მილიონ აშშ დოლარამდე იყო, აპრილ-ივლისში კი 500 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. შესყიდვების საერთო მოცულობასა და რეზერვების ზრდას შორის სხვაობა სხვა პარალელურ ტრანზაქციებს უკავშირდება, მათ შორის კომერციული ბანკების სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, მთავრობის ოპერაციებსა და საგარეო ვალის მომსახურებას. ამდენად, ინტერვენციების მოცულობა რეზერვების ზრდაში პირდაპირ არ ითარგმნება.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში სიჭარბე ფიქსირდება, რაც სებ-ის შესყიდვების ძირითადი მხარდამჭერი ფაქტორია. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჩათვლით. ჩვენი შეფასებით, ტენდენცია მეორე და მესამე კვარტლებშიც ნარჩუნდება. რეზერვების ზრდაში წვლილი ოქრომაც შეიტანა, რომლის ფასიც, აგვისტოს მდგომარეობით, 2024 წლის მარტში პირველი შესყიდვის შემდეგ, დაახლოებით, გაორმაგდა. TBC Capital-ის შეფასებით, მართალია, ბოლო ერთი წლის ჭრილში ოქროს ფასის მკვეთრ ზრდაში მოკლევადიანი ფაქტორების წვლილის უგულებელყოფა არ შეიძლება, თუმცა ტენდენცია დიდწილად სტრუქტურულ ფაქტორებს უკავშირდება.

ამავდროულად, ივლისის ბოლოსთვის 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია წმინდა რეზერვების ჩვენმა შეფასებამ, რომელიც მთლიანი მოცულობიდან კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვებს, სსფ-ის კრედიტსა და განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს (SDR) გამორიცხავს. შედეგად, წმინდა რეზერვების წილი ჯამურ მაჩვენებელში 66.6%-მდე გაიზარდა, რაც სულ მცირე 2015 წლის შემდეგ - საიდანაც მონაცემები არის ხელმისაწვდომი - ყველაზე მაღალი ნიშნულია", - წერია დოკუმენტში.

ამას გარდა, საინვესტიციო ბანკის საბაზო სცენარით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის. უახლესი მონაცემები, პირიქით, ბოლო პერიოდში შემოდინებების აჩქარებაზე მიუთითებს. ამდენად, მოსალოდნელია, რომ მოცულობითი შესყიდვები გაგრძელდება, თუმცა მათი ტემპი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფლაციისა და ლარის გაცვლითი კურსის დინამიკაზეც იქნება დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შემოწმებული 50 ნიმუშიდან აკრძალული საღებავი მხოლოდ ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილს აღმოაჩნდა - სეს

შემოწმებული 50 ნიმუშიდან აკრძალული საღებავი მხოლოდ ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილს აღმოაჩნდა - სეს

BM.GE

„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ - პროკურორის თქმით, ასე უხსნიდა რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილისთვის ფულის გადაცემას

„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ - პროკურორის თქმით, ასე უხსნიდა რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილისთვის ფულის გადაცემას

BM.GE

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

BM.GE

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

BM.GE