მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში, გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 299 - მიკროავტობუსების შემთხვევაში
ივლისში, გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 299 - მიკროავტობუსების შემთხვევაში

ივლისში, გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 299 - მიკროავტობუსების შემთხვევაში

BM.GE14 აგვისტო, 2026, 22:54|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 484 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 126 - ქუთაისში, 115 - ბათუმში, 62 კი - რუსთავში.

"683 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 104 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 469 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 299 - მიკროავტობუსების, 19 კი სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.

კონტროლის დაწყებიდან დღემდე, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე, მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა.

შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი - მიმდინარე წლის შვიდ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5362 ფაქტი", - იტყობინება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს 2.2-ჯერ ზრდის - გაზრდილი ტარიფი 25 აგვისტომდე იმოქმედებს

რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს 2.2-ჯერ ზრდის - გაზრდილი ტარიფი 25 აგვისტომდე იმოქმედებს

BM.GE

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

BM.GE

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

BM.GE

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

BM.GE