მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს 2.2-ჯერ ზრდის - გაზრდილი ტარიფი 25 აგვისტომდე იმოქმედებს
რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს 2.2-ჯერ ზრდის - გაზრდილი ტარიფი 25 აგვისტომდე იმოქმედებს

რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს 2.2-ჯერ ზრდის - გაზრდილი ტარიფი 25 აგვისტომდე იმოქმედებს

BM.GE14 აგვისტო, 2026, 23:22|bm.ge

19 აგვისტოდან რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 2.2-ჯერ იზრდება. "ინტერფაქსი" რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 19 აგვისტოდან ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 721,1 რუბლი იქნება. მოქმედ ტარიფთან (326,6 რუბლი ტონაზე) შედარებით, ხორბლის საექსპორტო გადასახადი 2,2-ჯერ იზრდება.

რაც შეეხება სხვა კულტურებს, ქერზე ექსპორტის გადასახადი ნულოვან დონეზე დარჩება, ხოლო სიმინდზე გადასახადი 105 რუბლიდან 284 რუბლამდე გაიზრდება. სააგენტოს ცნობითვე, აღნიშნული გადასახადები ძალაში 25 აგვისტომდე დარჩება.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპერის მექანიზმი 2021 წლის 2 ივნისს შემოიღო. ის ითვალისწინებს ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავი გადასახადების დაწესებას და ამ გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის დაბრუნებას სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის. გადასახადის ოდენობა ყოველკვირეულად გამოითვლება მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებული ექსპორტის კონტრაქტის ფასების საფუძველზე ინდიკატორების გამოყენებით. გადასახადი შეადგენს საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს.ამჟამად, ხორბლის საბაზისო ფასი ტონაზე 18,000 რუბლს შეადგენს, ხოლო ქერისა და სიმინდის - ტონაზე 17,875 რუბლს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ივლისში, გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 299 - მიკროავტობუსების შემთხვევაში

ივლისში, გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 299 - მიკროავტობუსების შემთხვევაში

BM.GE

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

BM.GE

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

BM.GE

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

BM.GE