მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 41 ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო
ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 41 ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 41 ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

BM.GE7 აგვისტო, 2026, 17:22|bm.ge

მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 4 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 - გურიაში, 4 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 5 ფაქტია გამოვლენილი: მცხეთა-მთიანეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 439 ფაქტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პირველკლასელებისთვის ფორმები 1–14 სექტემბრის პერიოდში გაიყიდება - სახელმწიფო კომპანია

პირველკლასელებისთვის ფორმები 1–14 სექტემბრის პერიოდში გაიყიდება - სახელმწიფო კომპანია

BM.GE

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა - როგორია შედეგები?

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა - როგორია შედეგები?

BM.GE

მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე საქართველოს ნაწილ-ნაწილ გადახდისას

მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე საქართველოს ნაწილ-ნაწილ გადახდისას

BM.GE

საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ

საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ

BM.GE