მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ
საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ

საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ

BM.GE7 აგვისტო, 2026, 17:36|bm.ge

თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ საკითხთან უშუალოდ დაახლოებულმა რეგიონულმა წყაროებმა განაცხადეს.

შეთანხმება იმ დროს ფორმდება, როდესაც რეგიონში დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის მხრიდან თავდასხმები გადაიტანეს მას შემდეგ, რაც თავად ირანი აშშ-ისა და ისრაელის იერიშის სამიზნე გახდა.

შეთანხმება კიდევ უფრო გაამყარებს სუნიტური მუსლიმური სახელმწიფოების თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებს თითოეული ქვეყანა.

თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შეთანხმებას ხელი მართლაც მოეწერება. თურქეთი NATO-ს წევრია. საუდის არაბეთი, რომელიც ასევე აშშ-ის მოკავშირეა, მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი და სპარსეთის ყურის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა, ხოლო პაკისტანი ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე ჯიდაში ერთმანეთს შეხვდებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შებაზ შარიფი, რომელსაც თან ახლავს ქვეყნის გავლენიანი არმიის სარდალი, გენერალი ასიმ მუნირი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი. შეთანხმება თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდება. ამ პროცესის შესახებ Reuters-ი ჯერ კიდევ იანვარში იუწყებოდა. დოკუმენტის ხელმოწერა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ირანთან ომმა სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების სისუსტეები გამოავლინა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და სხვა მნიშვნელოვანი ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად შეაფერხა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა იანვარში განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს უფრო ფართო რეგიონული უსაფრთხოების პლატფორმის შექმნას, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და სტაბილურობას გააძლიერებს.

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის უკვე მოქმედებს თავდაცვითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მეორეზეც თავდასხმად ითვლება და საჭიროების შემთხვევაში „ყველა სამხედრო საშუალების“ გამოყენებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰა

ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰა

BM.GE

ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო

ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო

BM.GE

ბოლნისში აგროქიმიკატების მაღაზია არალეგალურად მუშაობდა - სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

ბოლნისში აგროქიმიკატების მაღაზია არალეგალურად მუშაობდა - სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

BM.GE

უკრაინამ Wildbarries-ის კიდევ ერთ საწყობს დაარტყა

უკრაინამ Wildbarries-ის კიდევ ერთ საწყობს დაარტყა

BM.GE