
ივლისში ნავთობის ფასი თვის ჭრილში 20%-ზე მეტად გაიზარდა
ნავთობის ფასები პარასკევს ბარელზე 1 დოლარზე მეტით გაიზარდა და საბოლოოდ, ივლისი დაასრულა მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველთვიური მატებით. ამის მიზეზი იყო გლობალური ნავთობის მიწოდების შეფერხების შესახებ გაძლიერებული შეშფოთება, მას შემდეგ, რაც ირანული ცნობების მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ტანკერი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
31 ივლისის ვაჭრობაში ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები გაიზარდა 1.09 დოლარით, ანუ 1.2%-ით და ბარელზე 90.12 დოლარად დაიხურა. ამასთან, WTI-ის ფიუჩერსები გაიზარდა 1.08 დოლარით, ანუ 1.3%-ით და ბარელზე 84.67 დოლარი შეადგინა.
ივლისის განმავლობაში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 24%-ით გაიზარდა, ხოლო WTI-ის ფასი - 21%-ით.
რაც შეეხება საფონდო ბირჟის შედეგებს, აშშ-ის აქციები პარასკევს გაიზარდა, რადგან Amazon-ისა და Microsoft-ის ძლიერი ფინანსური შედეგების შემდეგ ინვესტორები კვლავ დაუბრუნდნენ ხელოვნური ინტელექტის (AI) სექტორში ინვესტირებას. ამავდროულად, გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ მრავალწლიანი ახალი მაქსიმუმები დააფიქსირა, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ ნავთობის ფასების ზრდამ შესაძლოა ინფლაციის გაძლიერება გამოიწვიოს.
31 ივლისს დოუ ჯონსის სამრეწველო საშუალო ინდექსი (Dow Jones Industrial Average) 0.53%-ით გაიზარდა და 52,485.74 პუნქტზე დაიხურა. S&P 500 ინდექსი 0.7%-ით მოიმატა და 7,489.81 პუნქტს მიაღწია, ხოლო Nasdaq Composite ინდექსი 1%-ით გაიზარდა და ვაჭრობა 25,373.85 პუნქტზე დაასრულა.
BM.GE
წყარო: bm.ge