მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7 ათასით შემცირდა
ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7 ათასით შემცირდა

ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7 ათასით შემცირდა

BM.GE9 აგვისტო, 2026, 02:45|bm.ge

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში საარსებო შემწეობას ჯამში 576 902 პირი იღებდა. აქედან 163 868 დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ რჩებიან სისტემაში. ივნისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7 235-ით არის შემცირებული.

სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული და როგორც პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის სოციალური სტატუსის შემოწმება იგეგმება.

კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22 707 ოჯახს უკვე შეუწყდა. კერძოდ, 5 თვეში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა, რითაც, როგორც კობახიძე ამბობს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა.

"წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას", - განაცხადა კობახიძემ.

ვრცლად ამ თემაზე: "წლის ბოლომდე 65 000 ოჯახის გადამოწმებაა დაგეგმილი"|რატომ შეუმცირდა ათასობით ოჯახს სოცდახმარება?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპაში გაზის მარაგები 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ევროპაში გაზის მარაგები 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

BM.GE

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია ირანთან კავშირის გამო დაასანქცირა

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია ირანთან კავშირის გამო დაასანქცირა

BM.GE

ტურიზმის ადმინისტრაციამ Expedia-ს შვილობილ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ Expedia-ს შვილობილ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE

როგორ აქცია AI ბუმმა სამხრეთ კორეა უფრო მნიშვნელოვან, თუმცა მოწყვლად ეკონომიკად

როგორ აქცია AI ბუმმა სამხრეთ კორეა უფრო მნიშვნელოვან, თუმცა მოწყვლად ეკონომიკად

BM.GE