მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტყის დაკავების 72 ფაქტი გამოვლინდა - სააგენტო
ივნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტყის დაკავების 72 ფაქტი გამოვლინდა - სააგენტო

ივნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტყის დაკავების 72 ფაქტი გამოვლინდა - სააგენტო

BM.GE7 ივლისი, 2026, 15:19|bm.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მათგან 57 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას ეხება.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც უწყების „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.

კანონდარღვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები რეგიონებში შემდეგნაირად გადანაწილდა:

• სამცხე-ჯავახეთი - 15 ფაქტი; • მცხეთა-მთიანეთი - 12 ფაქტი; • ქვემო ქართლი - 10 ფაქტი; • იმერეთი - 8 ფაქტი; • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8 ფაქტი; • კახეთი - 8 ფაქტი; • გურია - 5 ფაქტი; • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3 ფაქტი; • შიდა ქართლი - 3 ფაქტი.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების გარდა, ივნისში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტი გამოვლინდა იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. გარდა ამისა, მცხეთა-მთიანეთში გამოავლინეს 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროც.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვების სულ 391 ფაქტია გამოვლენილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

BM.GE

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

BM.GE

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე: გათვლილი რისკი თუ მაქსიმალური მოგება?

ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე: გათვლილი რისკი თუ მაქსიმალური მოგება?

BM.GE