
ივნისში საბანკო დაკრედიტება 1.3 მილიარდი ლარით, 75 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის 75.43 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.30 მილიარდი ლარით (1.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.41% -ით მეტი).
სებ-ის თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.47% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 985.05 მლნ ლარით (2.29%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.13 მლნ ლარით (1.00%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.58%-ით).
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივნისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.41 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.45%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.42 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.03%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.55 %-ით მეტი).
2026 წლის ივნისის განმავლობაში 1.78%-ით, ანუ 701.19 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 40.11 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.37% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით),"- აღნიშნულია სებ-ის სტატისტიკაში.
BM.GE
წყარო: bm.ge