მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო

ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო

BM.GE13 ივლისი, 2026, 15:08|bm.ge

ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ ანგარიშში. წინა წელთან შედარებით თანხობრივად ექსპორტის ზრდა 131 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტმა 3.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად ასევე 20%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა ივნისში 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112 მილიონი დოლარით, ანუ 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2026 წლის პირველ 6 თვეში კი იმპორტი ჯამურად 9 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 0.7%-ით არის გაზრდილი.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 20 ივლისს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინატვ პირველი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა - მიზეზი

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა - მიზეზი

BM.GE

აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?

აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?

BM.GE

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - სამინისტრო

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE