მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში, სებ-მა Bmatch პლატფორმით $612 მილიონი შეისყიდა
ივნისში, სებ-მა Bmatch პლატფორმით $612 მილიონი შეისყიდა

ივნისში, სებ-მა Bmatch პლატფორმით $612 მილიონი შეისყიდა

BM.GE27 ივლისი, 2026, 14:52|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივნისში Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის თანახმად, გასული თვის შესყიდვები 612.6 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯამურად კი 2026 წლის იანვარ-ივნისში შესყიდვები 2.08 მილიარდი დოლარი იყო.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

• იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება უშუალოდ სავალუტო რეზერვების მოცულობას, ის გასულ თვეში 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და 7.12 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განიხილავს თუ არა ფოთის პორტის მფლობელი Maersk-ი ანაკლიაში ინვესტირებას?|ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან

განიხილავს თუ არა ფოთის პორტის მფლობელი Maersk-ი ანაკლიაში ინვესტირებას?|ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან

BM.GE

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

BM.GE

Wizz air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

Wizz air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

BM.GE

ფინანსური სანქციები გამო, ირანმა ვაჭრობაში კრიპტოს გამოყენება დაუშვა

ფინანსური სანქციები გამო, ირანმა ვაჭრობაში კრიპტოს გამოყენება დაუშვა

BM.GE