მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იყო შემთხვევები, რომ აგროქიმიკატებზე ფასნამატი 100%-ს აჭარბებდა - GCCA-ს შუალედური ანგარიში
იყო შემთხვევები, რომ აგროქიმიკატებზე ფასნამატი 100%-ს აჭარბებდა - GCCA-ს შუალედური ანგარიში

იყო შემთხვევები, რომ აგროქიმიკატებზე ფასნამატი 100%-ს აჭარბებდა - GCCA-ს შუალედური ანგარიში

BM.GE6 მაისი, 2026, 17:14|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 75 შემთხვევა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა (საოპერაციო ხარჯებისა და გადასახადების გაუთვალისწინებლად). რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში, დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა.

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრების ანალიზი სააგენტომ 2025 წელს დაიწყო და მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ როგორც პესტიციდების, ასევე აგროქიმიკატების ბაზარზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებით ხასიათდება ბაზრის საცალო დონე. სადაც, მართალია, ეკონომიკური საქმიანობა საჭიროებს ნებართვას, თუმცა არ არსებობს საკონსულტაციო მომსახურების რეგულირება, თუ რა პრინციპით მოხდეს პროდუქტის შეთავაზება კონკრეტული მომხმარებლისათვის, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ.

"კომერციული ინტერესით მოტივირებული კონსულტაცია, შესაძლოა გახდეს მაღალი ფასნამატის მიზეზიც, რადგან, შესაძლოა ბაზარზე ფერმერისთვის კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად სხვა აგროქიმიკატი / პესტიციდი იყოს ხელმისაწვდომი კონკურენტ კომპანიაში, თუმცა კომერციული ინტერესით მოტივირებული კონსულტაცია მოქმედებს როგორც კონკურენციის შემზღუდავი ფაქტორი და თავისთავად, ზრდის ფასებსაც. აგროქომიკატებისა და პესტიციდების რიგ პროდუქტებზე არსებული შედარებით დაბალი ფასნამატი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მაგალითისთვის, „გვარჯილას“ გამოყენების საჭიროების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელში მაღალია - ფერმერისთვის ცნობილია იგი რისთვის გამოიყენება და პროდუქტიც ჰომოგენურია. ცალკეული სასუქების / პესტიციდების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ფერმერებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ, რის გამოც, ისინი ამ მიმართულებით საჭიროებენ კონსულტაციის მიღებას, რასაც ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა გააჩნდეს ნეგატიური ეფექტი კონკურენციაზე",- აღნიშნავს სააგენტო.

უფრო დეტალურად, მიმდინარე მონიტორინგის შუალედური ანგარიშით, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი გარემოება:

• 1. როგორც პესტიციდების, ასევე აგროქიმიკატებისა და მცენარეთა ზრდის რეგულატორების მიმართულებით, ძირითად შემთხვევებში, იდენტიფიცირებული შესაბამისი ბაზრები მაღალკონცენტრირებულია - კონკრეტული კომპანიები ფლობენ დომინანტურ მდგომარეობას; • 2. აგროქიმიკატებისა და პესტიციდების, ისევე როგორც მცენარეთა ზრდის რეგულატორების გარკვეულ ნაწილზე მიიღება მაღალი ფასნამატი. აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება ფასნამატი, რომელიც ბაზრის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე აღემატება 100%-ს (საოპერაციო ხარჯების, გადასახადებისა და მოგების გაუთვალისწინებლად); • 3. ფასნამატი შედარებით დაბალია აგროქიმიკატების იმ კატეგორიაზე, რომლებიც გამოირჩევიან სამომხმარებლო ჰომოგენური მახასიათებლებით, ასევე, რომელთა მიმართაც მაღალია მომხმარებლის ცნობიერება და შესაბამისად კონკურენტული წნეხი; • 4. ქვეყანაში ამჟამად აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა / მიღება არ არის რეგულირებული. თავის მხრივ, ამგვარი საქმიანობა ევროკომისიის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკის შემცველ საქმიანობად არის მიჩნეული. ეს უკანასკნელი, შესაძლოა სულ მცირე 2 უარყოფითი ფაქტორის მომტანი იყოს ბაზარზე: ხელოვნური მოთხოვნით განპირობებული მაღალი ფასები და ჭარბი მოხმარება.

შუალედური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, საქართველოში, 96 კომპანიის მიერ, ჯამურად 128.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქიმიკატების იმპორტი განხორციელდა, (2022 წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ხოლო პესტიციდების იმპორტი 164 კომპანიის მიერ განხორციელდა და ღირებულებამ, მთლიანობაში - 118.6 მლნ ლარი შეადგინა (რაც 2022 წელთან შედარებით 24%-იანი ზრდა იყო).

აგროქიმიკატების იმპორტის ძირითადი ნაწილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო პესტიციდების შემთხვევაში, ძირითადად, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორციელდებოდა.

შესწავლილი მონაცემების საფუძველზე, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 32 შესაბამისი ბაზარი აგროქიმიკატების, ხოლო 34 ბაზარი პესტიციდების მიმართულებით. სააგენტოს პირველადი მონაცემებით, აგროქიმიკატების შემთხვევაში, 9 კომპანიას 14 სხვადასხვა იდენტიფიცირებულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ფლობა დაუდასტურდა, ხოლო პესტიციდების შემთხვევაში - 7 კომპანიას 30 სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანგარიში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ის ევრობიუროკრატები, რომლებიც 2024 არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და დაიწყეს გაშავების კამპანია, ჩვენი დასაცავი გახდა ეს ორგანიზაცია - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომელიც "ოცნების" ლიდერების მოსაწონებლად შეიქმნა - კვლევატვ პირველი
  • ISFED - ორ დღეში შექმნილია 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში ოცნების მხარდასაჭერადფორმულა
  • სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩებანეტგაზეთი
ანგარიში →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE