მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ომის დასრულების მოლოდინში ნავთობი 6%-ით გაიაფდა
ომის დასრულების მოლოდინში ნავთობი 6%-ით გაიაფდა

ომის დასრულების მოლოდინში ნავთობი 6%-ით გაიაფდა

BM.GE6 მაისი, 2026, 17:57|bm.ge

აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროგრესმა ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნა გამოიწვია. Brent-ის ღირებულება 6%-ით შემცირდა და ბარელზე $103 შეადგინა. პარალელურად, ამერიკული West Texas Intermediate (WTI) მარკის ნავთობის ფასი 7%-ით დაეცა და ბარელზე $95 შეადგინა.

ფასების კლება მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების სამხედრო ესკორტირების პროცესის, პროექტ "თავისუფლების" დროებითი შეჩერების შესახებ. ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება ირანთან „საბოლოო და სრულყოფილი შეთანხმების“ მიღწევის გზაზე არსებულ დიდ პროგრესს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, თეთრი სახლი ამ ეტაპზე ერთგვერდიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს, რაც ომის დასრულებასა და ბირთვული პროგრამის შესახებ დეტალური მოლაპარაკებების ჩარჩოს შექმნას ისახავს მიზნად.

არსებული ვითარება ბაზარზე მიწოდების სტაბილურობის მოლოდინს აძლიერებს, რამაც ნავთობზე ფასების კორექტირება განაპირობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

BM.GE

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

BM.GE

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

BM.GE

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE