მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Jaguar Land Rover-მა 4,000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა
Jaguar Land Rover-მა 4,000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

Jaguar Land Rover-მა 4,000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 01:29|bm.ge

ბრიტანული წარმოშობის ავტომობილების მწარმოებელმა ჰოლდინგმა, Jaguar Land Rover-მა გლობალური პერსონალის 10%-ის, ანუ დაახლოებით 4 000 თანამშრომლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ინდური Tata Motors-ის მფლობელობაში არსებული ბრიტანული ბრენდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში $2.3 მილიარდის დაზოგვასა და წარმოების შემცირებას გეგმავს.

JLR-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, რადიკალური რესტრუქტურიზაციის გეგმის შემუშავება ჩინური მხრიდან მზარდმა კონკურენციამ, კიბერთავდასხმამ და ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა განაპირობა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პი ბი ბალაჯის განცხადებით, ავტოინდუსტრია ტექნოლოგიური ცვლილებების, მძაფრი კონკურენციისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა JLR-ი მომდევნო 12 თვის განმავლობაში ბაზარზე ხუთ ახალ პროდუქტს მაინც წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ ავტოინდუსტრიაში არსებული წნეხი მხოლოდ ბრიტანულ კომპანიებს არ ეხებათ. გერმანულმა ავტოგიგანტმა Volkswagen-მა ბოლოს განაცხადა, რომ ტარიფებისა და ჩინური ბრენდების კონკურენციის საპასუხოდ, VW თითქმის 100 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ანალოგიურად რთული ვითარებაა BMW Group-ში, Mercedes-Benz-სა და Stellantis-ში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta ახალი C კლასის აქციებს გამოუშვებს და ცუკერბერგი კალიფორნიიდან აღარ გადავა

Meta ახალი C კლასის აქციებს გამოუშვებს და ცუკერბერგი კალიფორნიიდან აღარ გადავა

BM.GE

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

BM.GE

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE