მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოჯახებს რომლებსაც სოციალური შემწეობა შეუწყდათ გასაჩივრების უფლება ექნებათ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოჯახებს რომლებსაც სოციალური შემწეობა შეუწყდათ გასაჩივრების უფლება ექნებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოჯახებს რომლებსაც სოციალური შემწეობა შეუწყდათ გასაჩივრების უფლება ექნებათ

BM.GE25 მაისი, 2026, 23:51|bm.ge

"გასაჩივრების უფლება ექნებათ ოჯახებს, რომლებსაც სოციალური შემწეობა იმის გამო შეუწყდათ, რომ ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია" , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ოჯახს შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს და სრულყოფილი გადამოწმება მოითხოვოს.

"სხვათა შორის, ამ საკითხმაც გამოიწვია არასწორი აჟიოტაჟი და არასწორი განმარტების საგანი გახდა. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ყოველთვიურად შემოსავალი 1250 ლარზე მეტი, მაგალითად, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური აგენტი რომ მისულიყო და სრულყოფილ გადამოწმებას დაქვემდებარებულიყო ოჯახი, ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა ისედაც შეუწყდებოდა. ამიტომ აქ სიახლე, რეალურად, არაფერი ყოფილა. ისედაც შეუწყდებოდა ამ ოჯახებს დახმარება,

მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ოჯახები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და თვლიან, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ამ შემოსავლის მიუხედავად არის ისეთი, რომ ისინი კვლავ საჭიროებენ საარსებო შემწეობას, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება, მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვონ ოჯახების სრულყოფილად გადამოწმება, რაც, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება," - განაცხადა ირინა წაქაძემ.

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია. აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერსიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE