მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანდაცვის სამინისტრომ KIU-სთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა?
ჯანდაცვის სამინისტრომ KIU-სთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა?

ჯანდაცვის სამინისტრომ KIU-სთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა?

BM.GE11 ივლისი, 2026, 17:39|bm.ge

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/ რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.

მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის, გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს შემდგომ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში შეუწყობს ხელს.

მემორანდუმი ითვალისწინებს, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარების, მათ მიერ პროფესიული გამოცდილების მიღებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.

ამასთან, აღნიშნული პროგრამის სტუდენტები სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით პრაქტიკული სწავლებას გაივლიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმი ხელს შეუწყობს სისტემისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებას, პერსპექტიული კანდიდატების გამოვლენას, შემდგომი პროფესიული განვითარების, სტაჟირების ან დასაქმების მიზნით.

ჯანდაცვის მინისტრმა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში თუ ჯანმრთელობის დაცვის სხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

BM.GE