მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს
ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE26 აგვისტო, 2026, 01:26|bm.ge

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზეწოლა რეგიონში დაძაბულობას კიდევ უფრო გაღრმავებს.

მოგეხსენებათ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანული რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მასშტაბები გააფართოვა. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ციფრულ აქტივებს, ტექნოლოგიებს, ოქროს მოპოვებას, ავიაციასა და ნაოსნობას შეეხო. გარდა ამისა, უწყებამ შავ სიაში 60-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე საზღვაო ხომალდი შეიყვანა. ვაშინგტონის ცნობით, დასანქცირებული სუბიექტები თეირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს, კიბეროპერაციებსა და ნავთობის უკანონო რეალიზაციას აფინანსებდნენ.

პრესკონფერენციაზე აშშ-ის ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს თეირანთან თანამშრომლობაში შემჩნეული კონკრეტული სახელმწიფოები არ დაუსახელებია. ბესენტის თქმით, ვაშინგტონმა გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწია და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარტნიორების დარწმუნებას ეფექტიანად ახერხებს. ამასთან, ხაზინის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, შესაბამისი ზომები გატარდება.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებას პეკინში უკვე გამოეხმაურნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლინ ძიანის განცხადებით, ეკონომიკური ომი და მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა პრობლემას ვერ მოაგვარებს. დიპლომატის განმარტებით, პეკინსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობების ხელყოფა დაუშვებელია. ოფიციალური პეკინი მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

ცნობისთვის, ჩინეთი თეირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ჩინეთში ირანული ნავთობის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა და გასულ თვეს დღეში 800 000 ბარელზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ჩინურ კერძო გადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობდნენ. თავის მხრივ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მაისში აღნიშნული სანქციები დაბლოკა და განაცხადა, რომ ვაშინგტონის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

BM.GE

ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?

ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?

BM.GE

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

BM.GE

სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

BM.GE