![[ჯანდაცვის] სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო ბაზები ძალიან მოძველებულია - ირინე წაქაძე](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2026%2F10%2F07%2F324921%2Firine-tsaqadze_w_h.jpeg&w=3840&q=75)
[ჯანდაცვის] სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო ბაზები ძალიან მოძველებულია - ირინე წაქაძე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულად დახმარების და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყენებული საინფორმაციო სისტემები იმდენად მოძველებულია, რომ უსაფრთხოების მოთხოვნებსაც კი ვეღარ პასუხობს. მან ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სოციალური დაცვის ინტეგრირებული ერთიანი სისტემის შექმნა იგეგმება.
"შარშანაც და სულ ვამბობდი ამას, რომ ზოგადად სამინისტროს სისტემაში ეს საინფორმაციო ბაზები არის ძალიან მოძველებული და ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გვქონდა ფინანსური აუდიტის ანგარიშის განხილვა და იქაც არის ძალიან მკაცრი რეკომენდაცია, რომ განსაკუთრებით ორ პროგრამაში, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულად დახმარებას და საპენსიო უზრუნველყოფას, ამისთვის გამოყენებული საინფორმაციო სისტემები არის იმდენად მოძველებული, რომ არ ვიცი, უსაფრთხოების მოთხოვნებსაც კი ვეღარ პასუხობს. თავსებადი არ არის არცერთ არცერთ თანამედროვე პლატფორმასთან. ამის გამო აუცილებელია, რაღაცა უნდა მოვუხერხოთ ამ პროგრამებს.
გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მსოფლიო ბანკთან აქვს დადებული საქართველოს ფინანსური შეთანხმება, სასესხო ხელშეკრულება, „ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ და იქ ერთ-ერთი ახალი ვალდებულება არის სოციალური დაცვის ინტეგრირებული ერთიანი სისტემის შექმნა, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ ერთ ადამიანზე, როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ დონეზე, სოციალური თვალსაზრისით და აქ სოციალური თვალსაზრისით არ იგულისხმება ვიწრო გაგებით, ამაში შედის ჯანდაცვაც და ყველაფერი სხვა, რას ხარჯავს სახელმწიფო. ძალიან კარგ სისტემაზეა საუბარი. უნდა შეიქმნას ძალიან სერიოზული ინტეგრირებული სისტემა და ამისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს სჭირდება როგორც ახალი დეველოპერები, ასევე ეს საინფორმაციო სისტემები, ლიცენზირებული პროგრამები და ასე შემდეგ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
BM.GE
წყარო: bm.ge