
Japan Tobacco რუსეთში ბიზნესის დაკარგვით $2.4 მილიარდის ზარალს ელის
BM.GE|bm.ge
რუსულ შვილობილ კომპანიებზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ Japan Tobacco 31 დეკემბერს დასასრულებელი ფინანსური წლისთვის $2.4 მილიარდის წმინდა ზარალს ელის.
მანამდე იაპონური კომპანია ამავე პერიოდში $4.1 მილიარდის მოგების მიღებას პროგნოზირებდა.
Japan Tobacco-ს განცხადებით, რუსულ ერთეულებზე კონტროლის დაკარგვა მიმდინარე ფინანსურ წელს დაახლოებით $8.6 მილიარდის ზარალს გამოიწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამიერიდან კომპანია რუსულ შვილობილ სტრუქტურებს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან სრულად ამოიღებს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე წელს Japan Tobacco-ს ყველა რუსული ერთეული დროებითი მმართველობის ქვეშ გადაიყვანა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge