მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Jeep-მა 419 035 ავტომობილი გამოიხმო
Jeep-მა 419 035 ავტომობილი გამოიხმო

Jeep-მა 419 035 ავტომობილი გამოიხმო

BM.GE1 ივნისი, 2026, 21:50|bm.ge

Jeep-მა Grand Cherokee-ის სამოდელო რიგის 419 035 ავტომობილის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ის გზატკეცილების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხარვეზი გვერდით უსაფრთხოების ბალიშებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, პროგრამული შეცდომის გამო, ავარიის დროს აღნიშნული ბალიშები, შესაძლოა, მომენტალურად არ გაიხსნას, რაც მგზავრების დაზიანების რისკს ზრდის.

მწარმოებელი ავტომობილების მფლობელების ინფორმირების პროცესს 11 ივნისიდან დაიწყებს, ავტორიზებული სერვისცენტრები კი მგზავრთა უსაფრთხოების კონტროლერის პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებენ.

არსებული ინფორმაციით, გაწვევა ძირითადად Grand Cherokee L-ის მოდელებს ეხება, რომელთა რაოდენობაც 278 905 ერთეულს შეადგენს, დანარჩენი 140 130 ავტომობილი კი სტანდარტული Grand Cherokee-ია.

დოკუმენტაციის თანახმად, გაწვევის პროგრამაში 2022-2026 წლებში გამოშვებული Grand Cherokee და 2023-2025 წლების მოდელების Grand Cherokee L მოხვდა. სისტემური ხარვეზის გააქტიურების შემთხვევაში, ავტომობილის მაჩვენებელთა დაფაზე უსაფრთხოების ბალიშის ინდიკატორი მუდმივად აინთება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიას მძღოლებისთვის ავტომობილების მართვის აკრძალვის რეკომენდაცია არ გაუცია, პროგრამული განახლება კი სრულიად უფასოდ განხორციელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

BM.GE