მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯეიმი დაიმონი ობლიგაციების ბაზარზე კრიზისს მოელის
ჯეიმი დაიმონი ობლიგაციების ბაზარზე კრიზისს მოელის

ჯეიმი დაიმონი ობლიგაციების ბაზარზე კრიზისს მოელის

BM.GE30 აპრილი, 2026, 03:30|bm.ge

პლანეტის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმი დაიმონმა, მთავრობების მხრიდან ვალის დონის მუდმივი მატების ფონზე, ობლიგაციების ბაზარზე შესაძლო კრიზისის შესახებ პროგნოზი გააკეთა. ნორვეგიის სუვერენული ფონდის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო კონფერენციაზე გამოსვლისას, მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, პროაქტიული ნაბიჯები გადადგან, სანამ ბაზარი მათ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს.

დაიმონის თქმით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ობლიგაციების ბაზარზე გარკვეული სახის კრიზისი გარდაუვალია, რასთან გამკლავებაც მოგვიანებით მაინც მოგვიწევს.

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის მმართველი მიიჩნევს, რომ რისკ-ფაქტორების ერთობლიობა, მათ შორის გეოპოლიტიკური ვითარება, ნავთობის ფასები და სახელმწიფო ბიუჯეტების დეფიციტი, საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. დაიმონმა აღნიშნა, რომ ისტორიული გამოცდილებით, რისკების ასეთმა სინთეზმა შესაძლოა მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარება გამოიწვიოს.

ამასთან, ჯეიმი დაიმონმა საკრედიტო ციკლთან დაკავშირებული საფრთხეებიც შეაფასა. მისი განცხადებით, მართალია, კერძო კრედიტის მოცულობა, რომელიც $1.7 ტრილიონს შეადგენს, აშშ-ის ეკონომიკისთვის სისტემურ საფრთხედ არ მიიჩნევა, თუმცა ყველა კატეგორიის დაკრედიტების მიმართულებით მოსალოდნელი რეცესია შესაძლოა იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ვარაუდობენ.

ცნობისთვის, ობლიგაციების ბაზარზე მსგავსი შოკი 2022 წელს დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. მაშინ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ნახტომისებური ზრდის გამო, ბაზრის სტაბილიზაციისთვის ინგლისის ცენტრალური ბანკის ჩარევა გახდა საჭირო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE