მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს
ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 20:49|bm.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის შემავსებელი ქსელის სარეაბილიტაციო პროექტში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 1.5 კმ-მდე სიგრძის ამორტიზებული მაგისტრალი, მოეწყო 11 სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა 13 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

მიმდინარე გადაერთებით სამუშაოებს ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი გაეცნენ.

„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ლოკაციაზე, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს.“- თეიმურაზ ლოჩოშვილი, GWP-ის საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი.

„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.“ - ბესიკ ტოგონიძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგისტრალურ მილზე სამუშაოები 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს, წყლის მიწოდება 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა სრულად გათვალისწინებულია - კაკაურიძე

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა სრულად გათვალისწინებულია - კაკაურიძე

BM.GE

საქმიანი ეზოების მიმართულებით ცვლილებებს ვაპირებთ | ბესიკ ამირანაშვილი

საქმიანი ეზოების მიმართულებით ცვლილებებს ვაპირებთ | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE

თეირანმა ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ გამო გააფრთხილა

თეირანმა ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ გამო გააფრთხილა

BM.GE