მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქმიანი ეზოების მიმართულებით ცვლილებებს ვაპირებთ | ბესიკ ამირანაშვილი
საქმიანი ეზოების მიმართულებით ცვლილებებს ვაპირებთ | ბესიკ ამირანაშვილი

საქმიანი ეზოების მიმართულებით ცვლილებებს ვაპირებთ | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 20:44|bm.ge

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო საქმიანი ეზოების მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, მომავალში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საშეშე მერქნის მიწოდება განსხვავებული პრინციპით მოხდება.

"ამ დროისათვის გვაქვს 68 ერთეული საქმიანი ეზო ქვეყნის მასშტაბით. საქმიანი ეზოები დღემდე გამოიყენებოდა ძველი პრინციპით, ტენდერით დამზადებული სამასალე მერქნის განსათავსებლად, ასევე საშეშე მერქნის განსათავსებლად. 2027 წელს ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეულწილად ვაპირებთ ცვლილებებს, რადგან განხორციელდა რეფორმა და შემოვიდა ზეზე მდგომი ჭრების პრინციპი, ნაკლებად ხდება აკუმულირება საქმიან ეზოებში სამასალე მერქნის. მომავალში სატყეო სააგენტო აპირებს, რომ დაამზადოს საშეშე მერქანი და აქედან უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობისთვის საშეშე მერქნის მიწოდება. ეს მიმართულება იქნება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, კერძოდ, პირობითად მოაგარაკეებისთვის და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც დღეის მდგომარეობით სოციალური ჭრების კვოტაში არიან და აქედან ხდება, სამწუხაროდ, მათი მომარაგება, რაც დიდწილად ზრდის სოციალური ჭრების რიცხოვნობას. ჩვენ ამ მიმართულებით მომავალში ვაპირებთ გარკვეულ ცვლილებებს, რომ არამიზნობრივი სარგებლობა დავიყვანოთ მინიმუმამდე და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც რჩებიან და არის საჭიროება, შედარებით გაზრდილი ტარიფით მივაწოდოთ საშეშე მერქანი. დღეის მდგომარეობით ფასი 6 ლარი: საშეშე მერქნის ღირებულება არის 3 ლარი და 3 ლარი არის მოსაკრებელი. ეს თავის დროზე გათვლილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რეგიონებში და სოფლებში, მაგრამ ამ რაოდენობაში ასევე ჯდებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები, როგორიც არის, მაგალითად, სარესტორნო ბიზნესი, სანახშირეები თუ პირობითად სასათბურე მეურნეობები. მომავალში ვფიქრობთ, რომ სხვა პრინციპით მივაწოდოთ ამ სეგმენტს საშეშე მერქანი.

ასევე, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტექნიკური გადაიარაღება. ჩვენ 2026 წელს დავიწყეთ ტყეებში ფოტოხაფანგების გამოყენება, რამაც დიდი შედეგი მოგვცა - გვაქვს ინფორმაცია ფაქტობრივად ტყეში უკანონო გადაადგილებებისა და უკანონო ჭრების შესახებ. ამ დროისათვის 500 ერთეული ფოტოხაფანგი არის განთავსებული ჩვენს ტყეებში და 2027 წელს დამატებით კიდევ 500 ერთეულის დამატებას ვაპირებთ.

მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრონულ წარმოებას ჩვენი საქმისწარმოებისას. მაგალითად, თუ ტყეში გაცემული საშეშე თუ სამასალე მერქნის შემდგომ იწერება წარმოშობის დოკუმენტი ხელზე, ფურცელზე, მომავალში ჩვენ ვაპირებთ, რომ ელექტრონული პლანშეტების გამოყენებით ავტომატურად მოხდეს ელექტრონულ სისტემაში ამ ინფორმაციის ასახვა. ეს მოგვცემს საშუალებას მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები, რომ ან არაკეთილსინდისიერმა თანამშრომელმა, ან არაკეთილსინდისიერმა დამამზადებელმა გააყალბოს წარმოშობის დოკუმენტი.

დღეს, სამწუხაროდ, არ არის ცენტრალიზებული რადიოგადამცემების სისტემა ტყეში. ჩვენს მეტყევეებს და ტყის მცველებს უწევთ ტელეფონის საშუალებით კომუნიკაცია, რაც პრობლემურია. 2027 წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევიძინოთ რადიოგადამცემები, მთლიანობაში 1200 ერთეული, და ბუნებრივია, ეს გაცილებით ეფექტურს გახდის ჩვენს საქმიანობას. ამავდროულად, ჩვენ ვიყენებთ სითბურ დრონებს, რაც ძალიან ეფექტურია ტყეში უკანონო ჭრების გამოსავლენად",- ამბობს ბესიკ ამირანაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა სრულად გათვალისწინებულია - კაკაურიძე

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა სრულად გათვალისწინებულია - კაკაურიძე

BM.GE

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

BM.GE

თეირანმა ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ გამო გააფრთხილა

თეირანმა ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ გამო გააფრთხილა

BM.GE

ესპანეთი უკრაინას €437 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას €437 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

BM.GE