
Johnson & Johnson-მა $3.4 მილიარდად Ollin Bio-ს ყიდვა გადაწყვიტა
ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა ბიოტექნოლოგიური კომპანია Ollin Biosciences-ის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება $3.4 მილიარდია.
მხარეებს შორის განხილული პირობებით, Johnson & Johnson-ი ტეხასურ კომპანიას $2.2 მილიარდს ნაღდი ფულით გადაუხდის, ხოლო დარჩენილი $1.2 მილიარდი სამომავლო შედეგებზე მიბმული ეტაპობრივი გადახდების სახით განისაზღვრა.
Ollin Bio-ს რაც შეეხება, კომპანიამ მიმდინარე წლის ივნისში $330 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რაც მხედველობის დაკარგვის ორი წამყვანი გამომწვევი მიზეზის - დიაბეტური მაკულური შეშუპებისა და ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატის, OLN324-ის გვიანი ეტაპის კვლევებს მოხმარდა.
Ollin Bio-ს შესყიდვით J&J-ის დაინტერესება სწორედ ამ პრეპარატს უკავშირდება, რომელსაც წარმატების მაღლი შანსი აქვს და ის ფარმაცევტულ გიგანტს პორტფელის გაფართოების საშუალებას მისცემს.
ცნობისთვის, Johnson & Johnson-მა მიმდინარე წელს ონკოლოგიური პრეპარატების მიმართულების გასაძლიერებლად ბიოტექნოლოგიური კომპანია Firefly Bio $1 მილიარდად შეიძინა. გასულ, 2025 წელს კი კომპანიამ ნევროლოგიური დარღვევების ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ფარმაცევტული მწარმოებელი Intra-Cellular Therapies-ი $14.6 მილიარდად იყიდა.ჯამში, J&J-ის კაპიტალიზაცია $688 მილიარდს შეადგენს და ფარმაკოლოგიურ სექტორში ის ერთ-ერთი გლობალური ლიდერია.
BM.GE
წყარო: bm.ge