
JPMorgan Chase-ის ტექნიკურმა ხარვეზმა ამერიკულ ბანკებში გადარიცხვები შეაფერხა
ამერიკული ფინანსური გიგანტის JPMorgan Chase-ის შიდა სისტემაში მომხდარმა პროგრამულმა ხარვეზმა აშშ-ის საბანკო სექტორსა და გადახდების პლატფორმებში ონლაინ სერვისების შეფერხება გამოიწვია.
კერძოდ, ორშაბათს ათიათასობით მომხმარებელს ონლაინ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, რის შედეგადაც მომხმარებლების დიდმა ნაწილმა სერვისების დროებითი მიუწვდომლობის შესახებ შეტყობინება მიიღო.
ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯო ევანგელისტიმ განმარტა, რომ ინციდენტი ლოკალური აპარატურის პროგრამულ გაუმართაობას უკავშირდება და კიბერშეტევის რისკი სრულად გამორიცხულია.
რაც შეეხება შეფერხების მასშტაბებს, JPMorgan Chase-ში აცხადებენ, რომ პრობლემა სისტემური არ ყოფილა და სხვა ბანკების კლიენტებს ტრანზაქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუყოვნდათ, თუ ოპერაციის მეორე მხარეს თავად Chase-ი იდგა.
როგორც ცნობილია, შეფერხება შეეხო JPMorgan Chase-ის, Bank of America-ს, Wells Fargo-ს, Capital One-ის, PNC Bank-ის, Truist-ისა და U.S. Bank-ის მომხმარებლებს.
BM.GE
წყარო: bm.ge