მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის - კახა კალაძე
კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის - კახა კალაძე

კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის - კახა კალაძე

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 22:19|bm.ge

თბილისის მერი კახა კალაძე ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალამდე კაია კალასის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვისაც სწორი დამოკიდებულება აქვს და პოლიტიკური სპეკულაციებით დაკავებული არ არის, ყველამ კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა.

კახა კალაძის თქმითვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს საქართველოს რუკაზე პოვნაც კი გაუჭირდება.

„კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ადგილი არ აქვს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს, იცის საქართველოს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი - როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტი მაგალითი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა - ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სხვა თვალსაზრისითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც მათ აწყობთ, რომ აგინო, ბილწსიტყვაობა გამოიყენო, შეურაცხყოფა მიაყენო, დააბულინგო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. თუ სხვანაირად ფიქრობ, გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ“, - განაცხადა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული მოხდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ქართული სახელმწიფოს ჰუმანური დამოკიდებულებაარუსთავი 2
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს

BM.GE

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება ექნება - კანონპროექტი

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება ექნება - კანონპროექტი

BM.GE

ჩინეთში ოქროს იმპორტმა რეკორდულ $158.8 მილიარდს მიაღწია

ჩინეთში ოქროს იმპორტმა რეკორდულ $158.8 მილიარდს მიაღწია

BM.GE